• რეკლამა
  • კონტაქტი
15:16, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირველკლასელი ცუდად გახდა და თქვა, რომ მშობელმა სიცხის დამწევი დაალევინა და ისე გამოუშვა სკოლაში – მასწავლებლის სკანდალური წერილი

ალია ავტორი - ალია
15:55 01-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

 mshoblebi.ge პედაგოგის წერილს აქვეყნებს:

“როგორ უქმნის განათლების სამინისტრო საფრთხეს პედაგოგებს და რაში გამოიხატება ის,სწორედ ამ თემაზე მინდა საუბარი ამ წერილში.

ვფიქრობთ, რომ რეგიონებში მცხოვრები მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც ვართ საფრთხეში და არავინ გვიცავს. სწავლა წინა სემესტრშიც ჩვეულებრივ განახლდა, როცა ასეთი მაღალი ციფრები იყო, და ახლაც. ჯერ ერთი, ძალიან გვეშინია და მუდმივი შიშის ქვეშ ვმუშაობთ. ცივა და ისედაც ამდენი გრიპი და გაციებაა, კოვიდსაც რომ თავი დავანებოთ, ბავშვები ახველებენ, სრუტუნებენ და დაწერილი წესებით რომ არ ცხოვრობს ხალხი ამ ქვეყანაში, ყველას მოგეხსენებათ – დიახ, სიმპტომიან ბავშვებს ჩვეულებრივ უშვებენ სკოლაში და უფრო მეტსაც გეტყვით, მშობლების კატეგორიაა, რომელიც ყველანაირად ცდილობს, ბავშვი სკოლაში გამოუშვას სიცხიანიც და გაციებულიც და არც იმაზე იწუხებს თავს, რომ ტესტი გაუკეთოს და საკუთარი თავიც და სხვაც დაიცვას მოსალოდნელი საფრთხისგან.

მაპატიონ იმ მშობლებმა, ვისაც ეს არ ეხება, მაგრამ სექტემბერ-ოქტომბერში ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა გამოიკვეთა. მაგალითად, მოსწავლე კლასში ჰყვებოდა, რა მოიმოქმედა მისმა მშობელმა, თერმოსკრინინგზე მისი სიცხე რომ არ დაეფიქსირებინათ – ანუ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პირი დააბანინა ცივი წყლით და ხელები, რის შედეგადაც ყველასთვის ცნობილია, რომ სიცხე კლებულობს, თერმოსკრინინგზე არ დაფიქსირდა. სამაგიეროდ გაკვეთილზე წუხდა, ახველებდა და ამბობდა, რომ იყო ცუდად და სულაც არ უნდოდა წამოსვლა, მაგრამ მშობელმა არ დატოვა სახლში. არადა, მშობელი დიასახლისია. იყო ასეთი შემთხვევაც, როცა პირველკლასელი ცუდად გახდა და თქვა, რომ სახლიდან წამოსვლისას მშობელმა სიცხის დამწევი დაალევინა და ისე გამოუშვა.

ახლა საუბრობენ მასწავლებლების ტესტირებაზე. მასწავლებელს ტესტირებისას თუ არ დაუდგინდა კოვიდი და სიმპტომები მომდევნო დღეს გამოუვლინდა, ფაქტობრივად, ის მომდევნო 13 დღის განმავლობაში იქნება გადამდები-მატარებელი და თავის სურდოს ან ხველებას კოვიდად არ აღიქვამს, რადგანაც ტესტი იყო უარყოფითი. რატომ უნდა დაინფიცირდნენ მოსწავლეები და მასწავლებლები ამ შემთხვევაში? ახლა ხომ ისედაც გრიპის სეზონია და ცივა, შეშინებული მასწავლებელი გაღებული ფანჯრებით რომ ჩაატარებს გაკვეთილს, ეს მისაღები იქნება და პროტესტს არ გამოიწვევს? ამის მერე ამიხსენით, რატომ უნდა იყოს ამდენი ადამიანი საფრთხის ქვეშ?

ყველა მასწავლებლის უკან მისი ოჯახი დგას, სადაც ბავშვებიც არიან და ხნიერებიც, ასევე ყველა მოსწავლეს ჰყავს სახლში ასეთი ასაკის ოჯახის წევრები, იქნებ კიდევ არის დრო დავფიქრდეთ და კიდევ ცოტა ხნით გადავდოთ სწავლა საკლასო ოთახებში. ვისაც სწავლა უნდა, ის დისტანციურადაც არაჩვეულებრივად ახერხებს ან დაუშვით ისეთი ფორმით, რომ სწავლა განახლდეს როგორც კლასში, ისევე დისტანციურად. ვისაც ეშინია და ვერ ივლის სკოლაში, მათ რა დააშავეს, მათაც აქვთ უფლება, მოითხოვონ და მიიღონ განათლება. ნუ დაარღვევთ ჩვენს უფლებებს! ნუ უგულებელყოფთ ჩვენს ჯანმრთელობას!”

თეგები: განათლებაპედაგოგები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved