• რეკლამა
  • კონტაქტი
02:49, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირველივე დღეს სასწაული ვიხილეთ” – მეუფე შიომ მრევლს მიმართა

ალია ავტორი - ალია
19:09 03-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
311

ცოტა ხნის წინ, მოსაყდრე შიო და წმინდა სინოდნის წევრები სიონის საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ.  მათ ლოცვა აღავლინეს.

ლოცვის შემდეგ მეუფე შიომ სიტვით მიმართა მრევლს  და თქვა:

ძვირფასო მეუფენო, მამანო, დედანო, ძმებო და დებო, ჩვენ ვდგავართ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის საფლავთან. არ ვგეგმავდით სიტყვის წარმოთქმას, მაგრამ მაინც საჭიროა, რამდენიმე სიტყვას ითქვას. იმდენად დიდი სიყვარული დატოვა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ჩვენს გულებში, იმდენად მრავლისმომცველი ღვაწლი მოიღვაწა, რომელიც ერთი ადამიანისთვის შეუძლებელი, წარმოუდგენელია, რომ მრავალ პატრიარქს ეყოფოდა თავის სიცოცხლეში განსადიდებლად და პირნათელი რომ ყოფილიყვნენ. უწმინდესმა ამდენი რამ გააკეთა, ამდენი რამ დაგვიტოვა. მისი გარდაცვალების შემდეგ დიდი ტკივილი და დარდიც გვქონდა. მინდა, გავიხსენო პირველი წუთები. ყველას ფიქრი იყო და ახლაც არის, რომ ასეთი მამის წასვლის შემდეგ, როგორ შეიძლება, გავაგრძელოთ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება. იმდენად მასშტაბური, ყოვლისმომცველი იყო, რომ პირველი იყო ეს აზრი, როგორ შევძლებთ ამას ყველანი ერთად. წმინდა, მართალი და სულიერი ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, გლოვასთან ერთად, ამას აუცილებლად ახლავს ღვთის მადლი და ნუგეშიც, საღვთო სიხარულიც და ძალის გამოვლინება. რა იქნება ეს გამოვლინება? პირველივე დღეს სასწაული ვიხილეთ, მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობისთვის თაყვანისცემის, თანაგრძნობის გამოსახატად, გლოვისთვის. ეს იყო და არის დიდი გამარჯვება სულისა და ღვთის სიყვარულისა ჩვენს ერში, ჩვენს ხალხში. შეიძლება, ვიფიქროთ და ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი ნუგეში. დავინახეთ, რომ მისი უწმინდესობა როგორც იღვწოდა თავისი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გადასარჩენად, გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს. განაგრძობს ერის მოქცევას, ქადაგებას, ჩვენს გაერთიანებას. კიდევ მეტადაც იგრძნობა ჩვენში ერთმანეთისადმი და ღვთისადმი სიყვარული. ეს არის მთავარი სასწაული და ნუგეში. ალბათ მთავარი რამ, რაც მან დაგვიტოვა, არის ცოცხალი სიყვარული, ცოცხალი ეკლესია და დიდი სიყვარული ღვთისადმი, ერთმანეთისადმი. ეს გვაძლევს იმედს, რომ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ზეციური მფარველი იქნება, ზეციური ანგელოზი შევიძინეთ ზეციური საქართველოდან. შეგვეწევა, რომ ჩვენი ერი გამთლიანდეს, გადარჩეს, გაძლიერდეს, ჩვენი ეკლესიაც გაძლიერდეს და მისი ლოცვა-კურთხევით განვაგრძოთ ღირსეულად მსახურება“, – თქვა მოსაყდრე შიომ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved