• რეკლამა
  • კონტაქტი
03:41, ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირველი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა და გამოჯანმრთელდა, საკუთარ ისტორიას ყვება

ალია ავტორი - ალია
15:26 01-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

პირველი ჩინელი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა და გამოჯანმრთელდა, მკურნალობის პერიოდს და მის მდგომარეობას იხსენებს. იგი ამის შესახებ უცხოურ გამოცემა „Dailymail“-თან საუბრობს.

როგორც უცხოური გამოცემა წერს, 23 წლის ჰუანგი თავდაპირველად საავადმყოფოში თავის ტკივილის გამო წავიდა. იგი ქალაქ ვუჰანში ცხოვრობს და ზღვის პროდუქტების ბაზართან ახლოს, მატარებლის სადგურზე მუშაობს.

მისი თქმით, მან პირველადი სიმპტომები 24 დეკემბერს იგრძნო და მეორე დღეს მისი მდგომარეობა გაუარესდა. იგი ფიქრობდა, რომ ჩვეულებრივი გაციება იყო, რის გამოც სამსახურიდან გაეთავისუფლა და ადგილობრივ საავადმყოფოში წავიდა.

ექიმებმა მას პენიცილინ G ინექციები და გარკვეული მედიკამენტები დაუნიშნეს, მაგრამ მისი ჯანმრთელობა სამდღიანი მკურნალობის შემდეგ არ გაუმჯობესდა. 1 იანვარს მან კიდევ ერთხელ მიაკითხა საავადმყოფოს, რის შემდეგაც ექიმებმა ეჭვი პნევმონიაზე მიიტანეს.

width=600

როდესაც ექიმებმა გაიგეს, რომ იგი ზღვის პროდუქტების ბაზართან ახლოს მუშაობდა, გადაწყვიტეს მისი გადაყვანა საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსული პაციენტების უმეტესობა მკურნალობს.

როგორც ჰუანგი ამბობს, ის იმდენად ცუდად იყო, რომ ვერ დადიოდა და ჟანგბადის მიწოდება სჭირდებოდა.

„მე პირველი ვიყავი, რომელიც გამოჯანმრთელდა კრიტიკული მდგომარეობიდან და საავადმყოფოდან წამოვიდა. ეს ალბათ იმიტომ, რომ ახალგაზრდა ვარ“, – თქვა მან.

დღეს ჩინელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მათ იპოვნეს ვირუსის ეფექტურად მოკვლის გზები.

ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ექსპერტმა ლი ლანჟუანმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კორონავირუსი 30 წუთში დაიღუპება 56 გრადუსიან ტემპერატურაზე.

ცნობისთვის, ჩინეთში ამ დროისთვის კორონავირუსით 500-მდე ადამიანია დაავადებული. გარდაცვლილთა რიცხვმა კი 17-ს მიაღწია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:21 04-21-2026
სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

08:00 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved