• რეკლამა
  • კონტაქტი
13:06, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თეგეტა ჰოლდინგმა“ თბილისში ელექტროავტობუსი ჩამოიყვანა

ალია ავტორი - ალია
17:29 12-06-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
722

2 კვირაა, თბილისის ქუჩებში „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ შემოყვანილი ელექტროავტობუსი გადაადგილდება. BYD-ის ბრენდის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მგზავრებს N321 სამარშრუტო ხაზზე ემსახურება, ქალაქში სატესტო რეჟიმში გაეშვა. ჩინური ავტოგიგანტი და ელექტრომიმართულებით ნოვატორი კომპანია BYD, ჩინეთის გარდა, ფარავს ამერიკისა და ევროპის კონტინენტებს და უამრავ ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს.

ელექტროავტობუსს „თეგეტა ჰოლდინგის“  შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ფლობს და ის თბილისამდე ერევნის მუნიციპალიტეტში, ასევე სატესტო რეჟიმში, ერთი თვით იყო გაგზავნილი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს არის სატესტო პერიოდი როგორც თეგეტასთვის, ისე მუნიციპალიტეტებისთვის, რათა ყველა მხარემ შეძლოს, მუნიციპალური ელექტროტრანსპორტის სამომავლო პერსპექტივები, საჭიროებები და შესაძლებლობები რეალურად განსაზღვროს.

გიორგი პაპოშვილი, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „მოგეხსენებათ, მსოფლიო უკვე შეთანხმდა, რომ ავტოინდუსტრიის მომავალი ელექტრიფიკაციასთან სულ უფრო სწრაფი ტემპებით იკვეთება და, შესაბამისად, ყველა წამყვანი ბრენდი ცდილობს, არსებული პროდუქცია ელექტროალტერნატივას მოარგოს. ამ მხრივ, საქართველოსა და რეგიონში მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით ნოვატორი კვლავ თეგეტაა.

მთავარი მახასიათებელი, რომელსაც ელექტროტრანსპორტის შერჩევისას ყურადღება ექცევა, არის ბატარეის მოცულობა. BYD-ის ელექტროავტობუსი, ბევრ სხვა მახასიათებელთან ერთად, ამითაც გამორჩეულია. ის აღჭურვილია სწრაფი დამტენით, რაც გულისხმობს, რომ მას შეუძლია  0%-იდან 100%-ამდე ელექტროენერგიით შევსება სულ რაღაც 4 საათში და ერთი დამუხტვით 450 კილომეტრს გადის“.

როგორც გაირკვა, ელექტროავტობუსებით მუნიციპალიტეტის პარკის გამრავალფეროვნება განსაკუთრებით დიდ ინფრასტრუქტურულ მომზადებას, მართვისა და დაგეგმვის განსხვავებული სპეციფიკის დანერგვას მოითხოვს. ელექტროავტობუსის  სატესტო რეჟიმში გაშვება კი ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ სამომავლო პერსპექტივაში თეგეტა მსგავს პროექტებს მზად შეხვდეს.

გიორგი პაპოშვილი, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი:  „ელექტროტექნიკასთან დაკავშირებით ნებისმიერი ავტორიზაციის მიღებას განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ შეხება გვაქვს მაღალ ძაბვასთან, პირველ ადგილზე დგას უსაფრთხოება და ამ ყველაფრისთვის მზაობას სპეციალური ტრენინგები, გადამზადების კურსები, აღჭურვილობა და პროფესიონალების ჩართულობა სჭირდება. როგორც ყოველთვის, ვცდილობთ, ამ მიმართულებითაც ნოვატორები ვიყოთ, ბაზარზე მოწინავე პოზიცია დავიკავოთ და ნებისმიერი ახალი მოთხოვნის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად და მოქნილად ვიმოქმედოთ“.

ელექტროავტობუსი თბილისში, N321 სამარშრუტო ხაზზე მგზავრებს 15 დეკემბრამდე მოემსახურება. ერთთვიანი სატესტო ვადის ამოწურვის შემდეგ, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტისგან, ისე თეგეტასგან, შეფასდება განვლილი პერიოდი და სამომავლოდ ამ მიმართულებით განვითარებისთვის მუშაობა გაგრძელდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved