პირველი ადამიანი, რომელიც აივ ინფექციისგან განიკურნა, სიმსივნით გარდაიცვალა. 2007 წელს ტიმოთი რეი ბრაუნს, რომელიც ცნობილი იყო, როგორც ბერლინელი პაციენტი, იმ ადამიანის ძვლის ტვინის გადაუნერგეს, რომელიც ბუნებრივად რეზისტენტული იყო აივ ინფექციის მიმართ
აღნიშნული ოპერაციის შემდეგ მისი სიცოცხლე შეიცვალა- მას აღარ დასჭირდა ანტივირუსული პრეპარატების მიღება და აივ-ინფექციისგან სრულად გათავისუფლდა. შიდსის საერთაშორისო საზოგადოებისთვის აღნიშნული ფაქტი იმედი იყო იმისა, რომ აივის განკურნება მიღწევადი და შესაძლებელია.
ბრაუნს, რომელიც 54 წლის იყო, 1995 წელს აივ დადებითი დაუდგინდა, ხოლო 2007 წელს მას სისხლის გათეთრება , ლეიკემია აღმოაჩნდა. აივზე მკურნალობის პროცესში განვითარდა სისხლის სიმსივნე, რომელიც გავრცელდა მის ტვინსა და ზურგის ტვინში. განსაკუთრებით მძიმედ დაავადებამ თავი გასულ წელს იჩინა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიოში სულ 37 მილიონი დადასტურებული ავი-ინფიცირებულია. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში 35 მილიონი ფატალური შეხვედრა დაფიქსირდა.
ნიუპოსტი
კომენტარები