• რეკლამა
  • კონტაქტი
09:35, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირველ რიგში, სტრასბურგის გადაწყვეტილება წაიკითხოს” – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის პასუხი შოთაძეს

ალია ავტორი - ალია
13:02 03-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
211

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ თუ დაცვის მხარეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის სარჩელის წარმოებაში მიღება გამარჯვებად მიაჩნია, “ეს ძალიან საოცარია”.

შოთა თუთბერიძე გენპროკურორს ურჩევს, მანამ, სანამ შეფასებებს გააკეთებს, პირველ რიგში სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხოს.

“ვფიქრობ, მთავარ პროკურორს, იმისთვის, რომ სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება შეაფასოს, დასჭირდება პირველ რიგში წაიკითხოს ის, იმიტომ, რომ იქ წერია თუ რას ამტკიცებდა საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობას არ უნდოდა რომ ეს საჩივარი დასაშვებად ყოფილიყო მიღებული და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის. უთითებდა ვადაზე, საჩივრის დაუშვებლობაზე, სხვადასხვა უფლებათა გამოყენებაზე. სტრასბურგის სასამართლომ არ გაითვალისწინა მთავრობის არგუმენტაცია, არ ჩათვალა ისინი დამაჯერებლად, ეს პირდაპირ დაწერა განჩინებაში და გაითვალისწინა მიხეილ სააკაშვილი არგუმენტაცია”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყველა არგუმენტი გაიზიარა და საქმის არსებით განხილვას იწყებს. წარდგენილ დოკუმენტებში ორ ეპიზოდზეა საუბარი. ესენია ე.წ. “ვალერი გელაშვილის საქმე”, სადაც ადვოკატების განმარტებით, გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სასამართლომ ისე გამოიტანა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არსებობს. მეორე ეპიზოდი ე.წ. “შეწყალების საქმეს” უკავშირდება, სადაც სააკაშვილი, პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციის ბოროტად გამოყენების გამო გასამართლდა, რაც უფლებადამცველების თქმით, სამართლებრივი აბსურდია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved