• რეკლამა
  • კონტაქტი
02:43, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირმა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდა, ცეცხლსასროლი იარაღის ტარება აღიარა – რა ხდება შსს-ში

ალია ავტორი - ალია
19:51 11-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
826

შინაგან საქმეთა სამინისტროს, განცხადებით, სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან სროლის ფაქტზე ერთი პირი, 37 წლის წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ა.რ. დააკავეს. უწყებამ მას ბრალად  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას სდებს, თუმცა, გაგიკვირდებათ და იგივე უწყების განმარტებით, პირს არ ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, ჰქონდა ხმოვანი პისტოლეტი და 2 აირის ვაზნა.

“სამართალდამცავებმა ა.რ. მომხდარიდან რამდენმე საათში დააკავეს, ნივთმტკიცებად კი, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და მასში მოთავსებული 2 აირის ვაზნა ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. “

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს და პროკურატურა მას 7 წლიანი პატიმრობით ემუქრება.

საქმე ისაა, რომ როგორ უკვე გითხარით “ალიას” მკითხველს” ხმოვანი იარაღის შეძენას და ტარებას ნებართვა არ სჭირდება, გამომდინარე იქედან, რომ აირის ვაზნებში ტყვია არ დევს, ბალისტიკური ექსპერტიზა ვერ ჩატარდება, რას უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა, რაც არ არის იმას ხომ ვერ ჩაუტარდება – ამ ფონზე, რა აღიარა და როგორ აღიარა ბრალდებულმა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-ტარებისთვის აქვს მუხლები წაყენებული – დანაშაულია – უცნობია. თუ ბრალდებულმა თქვა, რომ მან გაისროლა ფუჭი ტყვიები, ეს ამ მუხლით წაყენებული ბრალის აღიარებაა?

ინფორმაციისთვის, “ალია” აქვე გეტყვით, რომ ექსპერტიზა ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაუტარდეს მასრას და იარაღს – ოღონდ, არანაირ კავშირში ცეცხლსასროლი იარაღის ტარების, ან შეძენის მუხლთან ამას არანაირი კავშირი არ ექნება.

მოკლედ, რაღაც ძალიან კომიკური ხდება ამ, წუთებში შსს-სა და პროკურატურაში, ოღონდ, თავადაც იციან თუ არა ამის შესახებ და თავადაც ეცინებათ, თუ არა, ამას ვერ გეტყვით.

სანამ გაირკვეოდა, რომ ბრალდებული აქციის მონაწილეების მხარდამჭერი იყო, მის პოვნასა და დასჯას აქტიურად ითხოვდნენ, იმედია, ახლა როცა გაირკვა, რომ მხოლოდ სასიგნალო იარაღიდან ნასროლი ფუჭი ტყვიების ხმა იყო სიგნალის ფონზე, აქციის მონაწილეების მხარდაჭერას მიიღებს დაკავებული საპასუხოდ, საყვირებით მაინც.

“ალია” დაუკავშირდა ადვოკატ გურამ კონტუაძეს და ვკითხეთ მას, რა მუხლით შეიძლება შეედავოს პროკურატურა დაკავებულს:

“ხულიგნობის მუხლსაც ვერ გამოიყენებენ, რადგან, ხულოგნობა ეს არის ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, – აქ კი, ძალადობა ან ძალადობის მუქარა არ არის, შეწყდება სისხლის სამართლის გამოძიება და ალბათ გამოიყენებენ მუხლი 166 – ს, წვრილმანი ხულიგნობა − რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით – სულ ესაა. თუმცა, თუ აღმოჩნდება, რომ ხმოვანი იარაღია და ბალისტიკური ექსპერტიზა ვერ დაადგენს რომ ცეცხლსასროლი იარაღია – შესაბამისად ხულიგნობის მუხლსაც ვერ გამოიყენებს”

მანამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებული ჰყავს პირი, რომელსაც აღმოუჩინეს ხმოვანი იარაღი და აირის 2 ვაზნა, საქართველოს პროკურატურას აღძრული აქვს საქმე ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვო შეძენისა და უნებართვო ტარების მუხლით, ხოლო, ბრალდებული, რომელსაც ხმოვანი იარაღი და ფუჭი ვაზნები ჰქონდა, ამ მძიმე მუხლების ბრალს აღიარებს და თავს თვლის დამნაშავედ.

როგორ მოახერხა პროკურატურამ და შსს-მ მისი დარწმუნება, რომ ხმოვანი პოსტოლეტი ცეცხლსასროლი იარაღია – ამაზე პასუხი არ გვაქვს.

შეგახსენებთ, სროლიდან ძალიან მალევე, “ალიამ” მოამზადა მასალა და მკითხველს უთხრა, რომ ეს სწორედ სასიგნალო იარაღი იყო, იგივე ხმოვანი, იგივე “სტარტოვკა” და ვაზნები კი ფუჭი.

ასევე შეგახსენებთ, რომ იძებნება ბადრი ესებუა! რავიცი, ისე, მაინც!

თეგები: 2020 არჩევნებივახტანგ გომელაურიშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved