• რეკლამა
  • კონტაქტი
12:21, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირბადის საქმე” – “მე, არც მსხვერპლი ვარ, არც დამნაშავე!” – „ერთმანეთისთვის 24/7-ის” ხელმძღვანელი გამოიკითხა

ალია ავტორი - ალია
14:09 09-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
153

“პირბადეების საქმეზე” თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, ფონდ „ერთმანეთისთვის 24/7-ის” დამფუძნებელე, გუგა ხელაია გამოიკითხა.

კითხვები იყო ზოგადი შინაარსის და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამდენად აბსურდულ საქმეს გვედავებიან – წერს ხელაია სოციალურ ქსელში.

მეგობრებო, დღეს ვიყავი საქალაქო სასამართლოში და “ფონდების საქმეზე” დამკითხეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე. კითხვები იყო ზოგადი შინაარსის და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამდენად აბსურდულ საქმეს გვედავებიან…
აქვე, მეც ბევრმა დამიფიქსირა უკვე, რომ – “ყოფილიყავი შენთვის მშვიდად და წყნარად, აიიი რა გინდოდაო?!” თან ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენლებმა და ბავშვობის მეგობრებმა… სოლიდარობაზე და ქველმოქმედებაზე, რომ ასეთი რეაქცია მივიღეთ პასუხად და მაგის მეტი არაფერი გაქვთ სათქმელი, ეგ თქვენი აზრით ნორმალურ, მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ცხოვრებას უდრის???
თან თქვენზე უკეთ არავინ იცის, რომ სიკეთის, ყურადღების, ზოგადად გაცემის და ადამიანების მიმართ გვერდში დგომის მოთხოვნილება მთელი შეგნებული ცხოვრება გაასმაგებული დოზით მაქვს და თქვენც ხშირად ყოფილხართ მაგ ყველაფრის ადრესატი ჩემგან. ასევე ისიც კარგად გემახსოვრებათ, რომ უსამართლობის მიმართ (კანონის ფარგლებში) პროტესტის გამოხატვა 14 წლის ასაკიდან ყოველწლიურ საქმედ მაქვს ქცეული… იმიტომ რომ ვერა და ვერ ეღირსა ეს ქვეყანა ნორმალურ პირობებში არსებობას.
მოკლედ, მხოლოდ ერთი სათხოვარით ვარ, რომ აღარ გინდათ ეს ხელოვნური დარდის და სითბოს გამოხატვა. თან არ მჭირდება და ტყუილად ნუ ხარჯავთ რესურსს… მე, არც მსხვერპლი ვარ, არც საბრალო და მითუმეტეს და რაც ყველაზე მთავარია, არც დამნაშავე!!!
ვისაც გულწრფელად გახსენდებოდით და ღელავდით ჩემზე, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყურადღებისთვის! არასოდეს არ დაგივიწყებთ! მაგრამ თან პირადად ჩემზე სანერვიულო არაფერია… ბეეევრად უარესი რეალობა დგას თითქმის ყველა მიმართულებით.
მოკლედ, სულ გვახსოვდეს, რომ სიმართლე არასოდეს დაიმალება და ვისაც ამ ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი გვსურს, აუცილებლად გავიმარჯვებთ! ხოლო უსამართლობის ჟამს, ვინ რომელ მხარეს იდგა, ეგ ხომ მითუმეტეს ვერ დაიმალება”, – წერს სოციალურ ქსელში გუგა ხელაია. 

„საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო უწყების მოთხოვნით, მიმდინარე წლის 17 მარტს მოულოდნელად დააყადაღეს იმ ფონდების და ორგანიზაციების („ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ. საქმე მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved