• რეკლამა
  • კონტაქტი
01:30, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირბადე შესაძლოა ვირუსის გავრცელებას უწყობდეს ხელს – სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრი

ალია ავტორი - ალია
19:25 02-29-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„პირბადის ტარება მაშინ, როდესაც ჩვენ ჯანმრთელი ვართ, უსაფრთხოების ცრუ განცდას გვიქმნის და ხშირად ვეხებით სახეს, როდესაც ნიღბის გასწორებას ვცდილობთ, რაც დაავადების გავრცელების ერთ-ერთი გზაა“, – ამის შესახებ სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრმა გაან კიმ იონგმა განაცხადა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პირადი ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების თავიდან აცილების პროცესში.

„კორონავირუსი თავის თავში აერთიანებს სხვა ვირუსებს, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი და მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, ასევე სხვა მსუბუქი სახის ვირუსებს, რომლებიც მსუბუქ გაციებას იწვევს. მედიკოსები მივიდნენ კონსენსუსამდე, რომ ახალი კორონავირუსი უფრო მარტივად გადაეცემა, თუმცა უფრო ნაკლებად მომაკვდინებელია, ვიდრე მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი. მტკიცებულებები მიგვითითებს, რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მაჩვენებელი ამ ვირუსის შემთხვევაში უფრო მაღალია, ვიდრე მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის შემთხვევაში. მტკიცებულებები ასევე მიუთითებს, რომ გადაცემა ძირითადად ხდება წვეთოვანი გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი არსებობს წვეთებში, რომლებსაც გამოსცემს ინფიცირებული ადამიანი მოკლე დისტანციაზე, მაგალითად როდესაც ადამიანი ახველებს ან აცემინებს. თუ ეს წვეთები ეხება ადამიანის თვალებს, ცხვირს ან პირს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, მაგალითად ხელით, რომელიც კონტაქტში იყო ამ წვეთებთან, შესაძლებელია, მოხდეს ადამიანის ინფიცირება”, – განაცხადა სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი განმარტებით, დღეს არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ვირუსი ჰაერით გადაეცემა. გაან კიმ იონგი აღნიშნავს, სხვა ვირუსები, მაგალითად როგორიცაა ჩუტყვავილა, მარტივად გადაეცემა ჰაერით, ჰაერის დინებით და ეს ვირუსი არ  საჭიროებს წვეთების ჯანმრთელი ადამიანის თვალებთან ან ცხვირთან კონტაქტს, ხოლო ახალი კორონავირუსი ამ ვირუსთა კატეგორიას არ განეკუთვნება.

„ახალი კორონავირუსის გადაცემა შეიძლება მოხდეს ზედაპირთან კონტაქტითაც. როდესაც ადამიანი ახველებს ან აცემინებს, წვეთები ხვდება მაგიდების ან სკამების ზედაპირზე და ასეთ ზედაპირზე ვირუსმა შესაძლოა სიცოცხლისუნარიანობა რამდენიმე დღის განმავლობაში შეინარჩუნოს. როდესაც ადამიანი ეხება ასეთი მაგიდების ან სკამების ზედაპირს, მაშინ ვირუსი შესაძლოა მოხვდეს მის ხელებზე და თუ ეს ადამიანი ხელების დაბანის გარეშე შეეხება თვალებს ან ცხვირს, შესაძლებელია დაინფიცირდეს. შესაბამისად, ხშირად უნდა დავიბანოთ ხელები. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ კარანტინში ხვდებიან ის პირები, რომლებიც მჭიდრო კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულ პირებთან. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ინფიცირებულმა პირმა სასტუმროსა თუ სავაჭრო ცენტრებში სხვა პირების სიახლოვეს ჩაიარა, ინფიცირების რისკი დაბალია“, – აცხადებს სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრი.

მისივე განმარტებით, ზოგადად, კორონავირუსი ყველაზე გადამდებია მაშინ, როდესაც ადამიანს გამოხატული აქვს სიმპტომები.

„სიმპტომების არმქონე პირის მიერ საინკუბაციო პერიოდში ვირუსის გავრცელების შემთხვევები ძალიან მწირია, თუმცა გავრცელების ეს ფორმა მასშტაბური არ არის და შეიძლება ადგილი ჰქონოდა მხოლოდ  ერთეულ შემთხვევებში. ამჟამად მტკიცებულებები მიუთითებს გადაცემის მაღალ მაჩვენებელზე მხოლოდ მაშინ, როდესაც ვირუსის მატარებელს გამოვლენილი აქვს სიმპტომები. მედიკოსები როგორც საზღვარგარეთ,  ასევე სინგაპურში გვირჩევენ, რომ საკუთარი თავის ყველაზე ეფექტური დაცვის საშუალება პირადი ჰიგიენის დაცვაა. რეგულარულად უნდა დავიბანოთ ხელები წყლით და საპნით და უნდა მოვერიდოთ ხელით სახის შეხებას. ეს წესები საკმაოდ მარტივად ჟღერს, თუმცა საკმაოდ რთული შესასრულებელია, რადგან თითოეული ჩვენგანი სახეს ხელით სისტემატურად ეხება. შეხვედრის დროსაც, რომელიც აქ, სამინისტროში გაიმართა, მე მუდმივად ვეხებოდი ჩემს სახეს საუბრისას. ეს გაგრძელდა მანამ, ვიდრე მინისტრმა ლორენ ლონგმა იდაყვი არ მომარტყა და არ მითხრა, სახეზე ხელს ნუ იდებ. შესაბამისად, ეს წესი ძალიან მარტივია, მაგრამ ძალიან რთული შესასრულებელი, თუმცა ეს არის ნებისმიერი სახის ინფექციის პრევენციის  საუკეთესო საშუალება. სიმპტომების არმქონე პირის მიერ პირდაპირი ხველების ან ცემინების გზით ვირუსის გავრცელების ალბათობა ძალიან დაბალია, რადგან ისინი არ ახველებენ და არ აცემინებენ, მათ  არ  აღენიშნებათ სიმპტომები. გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია დაბინძურებულ ზედაპირთან შეხების დროს, რადგან პირბადე ასეთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს დაცვას“, – აცხადებს სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრი.

გაან კიმ იონგი ასევე განმარტავს პირბადის გამოყენების წესს და პირობებს, რომელშიც აღნიშნული საშუალება ეფექტურია.

„პირბადის ტარება მაშინ, როდესაც ჩვენ ჯანმრთელი ვართ, უსაფრთხოების ცრუ განცდას გვიქმნის და ხშირად ვეხებით სახეს, როდესაც ნიღბის გასწორებას ვცდილობთ, რაც დაავადების გავრცელების ერთ-ერთი გზაა. ამავე დროს, ჩვენ უნდა დავიცვათ სხვები, ჩვენთვის საყვარელი ადამიანები, მეგობრები, კოლეგები. თუ ავად ვართ, უნდა დავრჩეთ სახლში და გამოვჯანმრთელდეთ. მაგალითისთვის, თუ ექიმთან ვიზიტის მიზნით გარეთ გასვლა გვესაჭიროება, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ქირურგიული პირბადე, რათა დავიცვათ სხვები. სწორედ ეს არის მომენტი, როდესაც პირბადე გვესაჭიროება – მაშინ, როდესაც თავს ცუდად ვგრძნობთ და გარეთ გასვლა გვესაჭიროება“,- აცხადებს სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved