• რეკლამა
  • კონტაქტი
04:41, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, პირადად მეც, „ასავალ-დასავალის“ მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს, დაუყოვნებლივ დამადეთ ხელბორკილი!”

ალია ავტორი - ალია
03:27 10-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

„ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი:

,,თუ საქართველოს სიყვარული და მისი ერთგულება მავანთათვის ღალატია, მაშინ პირადად მეც, „ასავალ-დასავალის“ მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს, დაუყოვნებლივ დამადეთ ხელბორკილი!

როგორც ჩანს, სამშობლოს სიყვარულისათვის საქართველოში ადამიანებს უკვე ხელაღებით იჭერენ, რისი თვალსაჩინო მაგალითია “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, უდიდესი პატრიოტისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორის, პროფესორ დიტო ჩუბინიძის დაპატიმრება.
ეს სამარცხვინო შურისძიება მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ აწ განსვენებულმა ლაზარე ჯორბენაძემ, მოქმედი ხელისუფლება დავითგარეჯის სადაო ტერიტორიების აზერბაიჯანისათვის გადაცემაში დაადანაშაულა და ჟურნალისტმაც აღებულ ინტერვიუში უცვლელად დააფიქსირა მისი ნათქვამი. ჰქონდა კი დიტო ჩუბინიძეს უფლება, არ მიემართა ხელისუფალთათვის, რათა სიცხადე შეეტანათ ჩიჩხიტურის კოშკისა და აღდგომის ტაძრის გასხვისება-არგასხვისების საკითხში? როგორც ცნობილია, პიროვნება, ვისგანაც მან ინტერვიუ აიღო, სულ რაღაც ორიოდ თვეში ჩამომხრჩვალი იპოვეს და გიჟადაც კი გამოაცხადეს.
ანკი რაშუაშია საბოტაჟი და სამშობლოს ღალატი, როდესაც ჟურნალისტი სრულიად ლეგიტიმურ კითხვას სვამს – რატომ ვეღარ ავდივართ საქართველოს იმ ქრისტიანულ სიწმინდეებთან, რომლებიც ბოლო წლებში უკვე აზერბაიჯანული სახელებით მოიხსენიება? ამის თაობაზე პირადად მე პრემიერსაც მივმართე – გაგვიძეხი დავით გარეჯისკენ, რათა მთელ საქართველოს ვაჩვენოთ, რომ ის ადგილები, სადაც 1616 წელს, აღდგომის ღამეს, შაჰ-აბასმა 6000 ბერის სისხლი დაღვარა, ისევ ჩვენია–მეთქი. პასუხად – დუმილი! უფრო მეტიც, დიტო ჩუბინიძის დაპატიმრება და სამშობლოს მოღალატეთა წინააღმდეგ მებრძოლისათვის სამშობლოს მოღალატის მუხლის წაყენება!
თუ საქართველოს სიყვარული და მისი ერთგულება მავანთათვის ღალატია, მაშინ პირადად მეც, „ასავალ-დასავალის“ მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს, დაუყოვნებლივ დამადეთ ხელბორკილი! აკი, ჩემს უკანასკნელ პოეტურ კრებულსაც სწორედ ასე ერქვა “ეშაფოტზე წარმოსათქმელი ლექსები.” და ვინ იცის, იქნებ იყო კიდეც ამაში მისტიური წინაგრძნობა იმისა, რომ საქართველოში არც თუ შორეულ მომავალში კვლავ შემოგრიალდებოდა 37 წლის “ჩორნი ვორონი” თავისი იაგოდებით, ეჟოვებითა და შაშურკინებით.
ჩვენ, ასავალ-დასავალის თანამშრომლებმა, ვინც 2007 წლის აგვისტოში, შუაღამისას, ავადსახსენებელმა სააკაშვილის რეჟიმმა გამომცემლობა “სამშობლოდან” გამოგვყარა, ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ახალ ხელისუფლებას აღარასოდეს გაემეორებინა წარსულის შეცდომები, მაგრამ კვლავ სადამსჯელო მანქანის წინაშე აღვმოჩნდით ერთი უწყინარი შეკითხვის გამო – რატომ დგანან ჩიჩხიტურის კოშკთან და აღდგომის ტაძართან უცხო ქვეყნის მესაზღვრეები და რატომ გვიკრძალავენ ამ სიწმინდეებთან მიახლოებას?
და მაინც მჯერა, ჯურღმულებიდან წამოსული თავისუფალი სიტყვა აუცილებლად მისწვდება დემოკრატიული მსოფლიოს უმაღლეს ეშელონებს, რათა ვეღარავინ შეძლოს, სამშობლოს მოღალატის დამღით ბარიერთან მიაყენოს დიტო ჩუბინიძისნაირი მამულიშვილნი, ვისაც ჩემსავით გულის ფიცარზე აწერია ჩემს მიერვე ოდესღაც ლექსად თქმული შეგონება:
ღმერთმა ჭირი გვაშოროს და
შოთას ფრესკა არვინ შალოს…
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან
არაფერი შეგეშალოს!“

თეგები: ლაშა ნადარეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ახალი ამბები

Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

14:56 10-22-2026
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ახალი ამბები

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

14:05 10-22-2026
არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved