• რეკლამა
  • კონტაქტი
11:17, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირადად ივანიშვილმა დადო ეს ფიცი” – კახა ოქრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:49 01-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
449

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, კახა ოქრიაშვილი  გაერთიანებული საამიროებიდან 5,7 მილიარდი დოლარის შესაძლო ინვესტირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ეხმაურება და ეჭვს გამოთქვამს, რომ ეს პროექტი განხორციელდება:

“გავრცელდა ინფორმაცია, 5,7 მილიარდი დოლარის შესაძლო ინვესტირებასთან დაკავშირებით გაერთიანებული საამიროებიდან. თუ ეს ასეა, ძალიან გამეხარდება. მაგრამ მეც და საზოგადოებასაც გვიჩნდება ეჭვი, საერთოდ განხორციელდება თუ არა ეს ინვესტიცია, თუნდაც წყალტუბოს მაგალითზე. მეექვსე წელი გადის დაპირებიდან, რომ წყალტუბო წალკოტი უნდა გამხდარიყო, თან პირადად ბიძინა ივანიშვილმა დადო ფიცი, მაგრამ რამე გაკეთდა?!  რამდენი ასეთი შეუსრულებელი დაპირება გვახსოვს პირადად ივანიშვილისგან? ან ბოლო 12 წლის მანძილზე ამ ქვეყანაში რაიმე ახალი სტრატეგიული პროექტი განხორციელდა?! რა თქმა უნდა, არაფერი, იმიტომ, რომ ხედვა არ აქვთ!

თუ ეს არაბული ინვესტიცია მართლაც განხორციელდება, მაშინ ორი კითხვა მექნება: ვის ეკუთვნის ორი უზარმაზარი ტერიტორია, თბილისში და გონიოში, სახელმწიფოს თუ კერძო პირებს, სადაც ინვესტიცია უნდა განხორციელდეს?! თუ კერძო პირებს ეკუთვნით, ეს ნაკვეთები რა ვითარებაში და რა პირობებით გასხვისდა? ერთი სიტყვით, მაინტერესებს ამ ინვესტიციის გამჭვირვალობა ქართული მხრიდან. საზოგადოებამ უნდა აწარმოოს მონიტორინგი, ხომ არ არის ჩადებული ამ პროექტში რაიმე კორუფციული.

შემდეგი საკითხია, 5,7 მილიარდი დოლარი ბევრია თუ ცოტა ჩვენი ქვეყნისთვის და რეალურად, რამდენ წელიწადში შეიძლება ჩაიდოს ეს თანხა მშენებლობაში? ჩემი აზრით, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ამ ინვესტიციის ეტაპობრივად შემოსვლას, ანუ ასეთი მასშტაბური მშენებლობის დასრულებას მინიმუმ 5 წელი დასჭირდება. უხეშად რომ დავთვალოთ და მთლიანი საინვესტიციო თანხა გავყოთ 5 წელზე, მივიღებთ წლიურად დაახლოებით 1,15 მილიარდ დოლარს, რაც ძალიან კარგია. მაგრამ აქვე, ეს თანხა ჩვენი ემიგრანტების მიერ ყოველწლიურად ჩამორიცხულ პირდაპირ ინვესტიციას, ანუ ფულად გზავნილებს რომ შევადაროთ, რაც საქართველოს ეკონომიკაში და საბანკო სექტორში ირიცხება და 2024 წლის მაგალითზე 3,36 მილიარდ დოლარს შეადგენს, ვნახავთ, რომ სავარაუდო არაბული ინვესტიცია თითქმის სამჯერ ნაკლებია. და აი, ამ ხალხს, ვინც საქართველოს და მათ შორის, ე.წ. ქართულ ოცნებასაც ინახავს, არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება წაართვეს, რადგან არ გაუხსნეს საარჩევნო უბნები, მათი ოჯახის წევრების უდიდესი ნაწილი კი დააშინეს და ხმა არალეგიტიმური, დე-ფაქტო ხელისუფლების სასარგებლოდ იძულებით მიაცემინეს.

მე ვარ კახა ოქრიაშვილი, PSP ჯგუფის დამფუძნებელი, ექიმი, რომელიც 1994 წლიდან ბიზნესს ვაწარმოებ საქართველოში და შევქმენი 8 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ჩვენი ჯგუფი მილიარდობით ლარს ამობილიზებს ჩვენი სამშობლოს, საქართველოს ბიუჯეტში. ჩვენ ავაშენეთ უმაგრესი ფარმაცევტული ქარხანა, ევროპული გაიდლაინებით ვამზადებთ მედიკამენტებს და ძირითადად, ვყიდით საზღვარგარეთ. 12 წელია, ვითხოვთ ჩვენს დარგში ისეთივე კანონმდებლობას, როგორიც არის თურქეთში, რათა ვიყოთ კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. მაგრამ რაც ამ არალეგიტიმური ხელისუფლების პირდაპირი ინტერესის სფერო არ არის, ის თემა საერთოდ არ აინტერესებთ. ჩვენ მზად ვიყავით და ახლაც, როგორც კი ევროპული დემოკრატია ჩამოყალიბდება ქვეყანაში, მზად ვართ, განვახორციელოთ 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია საქართველოში და ვაწარმოოთ არამხოლოდ მყარი ფორმით ტაბლეტები  და კაფსულები, არამედ კრემები, სიროფები, გარეგანი საშუალებები და მოვიცვათ როგორც პარაფარმაცევტული, ისე ფარმაცევტული სპექტრი.

დემოკრატია სწორედ იმიტომაა საჭირო, რომ ვერავინ გაბედოს, მათ შორის ხელისუფლებამ, ბიზნესის დაჩაგვრა, დაშანტაჟება, წართმევა. მანამ, სანამ ასეთი ხელისუფლება გვეყოლება, ჩვენს ქვეყანას ვერც არაბული ინვესტიცია უშველის და ვერც ექსპორტ-ორიენტირებული ეკონომიკა გვექნება, რომელიც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის!” წერს ოქრიაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved