• რეკლამა
  • კონტაქტი
10:25, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირადად ივანიშვილი ზიანდება” – რა ჩიხში შეიყვანა საკუთარი თავი “ოცნებამ”? – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:59 01-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
326

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “ინტერპრესნიუსთან” მიხეილ სააკაშვილზე და მის სასამართლო პროცესებზე საუბრისას, ამბობს:

თუ დიდ სურათში შევხედავთ, ხელისუფლებას საკუთარი პოლიტიკისა და ძალაუფლების ქვაკუთხედად არჩეული აქვს სააკაშვილის თემა. 10 წელია ასე გრძელდება.

ხელისუფლება მუდმივად „შუის გაკრეფისა“ და ორპოლუსიანობის რეჟიმშია, მათი პროპაგანდა და პოლიტიკური მესიჯბოქსი მიმართულია იმისკენ რომ მოახდინონ სააკაშვილის დემონიზაცია. გამოცხადებული აქვთ ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის და საზოგადოებას სთავაზობენ არჩევანს „ცუდსა და უარეს“ შორის

ვინაიდან ხელისუფლებას უნდა საზოგადოება მუდამ ამ რეჟიმში ამყოფოს, სააკაშვილი მათთვის საკვანძო ფიგურაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას საზოგადოებასთან სასაუბრო და ხელისუფლების შესანარჩუნებლად უბრალოდ არც არაფერი აქვს. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ სააკაშვილის თემის მუდმივად აქტუალობა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

პირველ ეტაპზე იყო სააკაშვილის სახით „მგელი მოდის“ თეორია, მაშინ სააკაშვილი საზღვარგარეთ იყო და ამით აღწევდნენ პოლიტიკურ შედეგს. ახლა გადავიდნენ ახალ პროპაგანდაზე – „მგელი გალიაშია“ გამომწყვდეული, გალიიდან არ უნდა გაუშვათ, რადგან. თუ გაუშვით, რაღაც საშინელებას ჩაიდენს.

ხელისუფლებას მუდმივად უნდა სააკაშვილის თემით ითამაშოს, მაგრამ, ვხედავთ, რომ სააკაშვილის გამო ხელისუფლებას და ქვეყანას ექმნება უზარმაზარი პრობლემები. ქვეყანა ზიანდება, რადგან სააკაშვილი თემის გამო საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანამ კატასტროფული დეგრადაცია განიცადა. დაზიანდა არა მხოლოდ სახელმწიფო ინტერესი, არამედ ხელისუფლებაც.

ფაქტობრივად, სააკაშვილისა და უკრაინის თემებთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლების მთელი ნარატივი, ნებსით თუ უნებლიეთ მთლიანად რუსულ პლატფორმაზეა გადაწყობილი

სააკაშვილის თემის გამო ხელისუფლებამ ფაქტობრივად სტერილიზაცია განიცადა. ხელისუფლებას ფაქტობრივად დაკარგული აქვს კომუნიკაცია გარე სამყაროსთან. მეგობრებთან ვამბობ, თუ არა, რუსებს რას უპაჭუნებენ თვალს, არ ვიცი.

სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით ხელისუფლება ჩიხშია შესული. ხელისუფლება სააკაშვილის თემას ინერციით აგრძელებს, რაშიც პოლიტიკურ ლოგიკას მე მაინცადამაინც ვერ ვხედავ. მაგრამ, ფაქტია, რომ ხელისუფლებამ საკუთარი თავი შეიყვანა ჩიხში. ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება არის მდგომარეობაში, როცა მას კარგი გამოსავალი არ აქვს. მას აქვს ცუდი, ან უარესი გამოსავალი.

არ გაუშვებენ და – ვაია, თუ გაუშვეს, უია. რადგან, თუ სააკაშვილი სამკურნალოდ გაუშვეს, ამას კიდევ რა მოჰყვება კაცმა არ იცის. ამის გამო არიან ერთგვარ აფექტსა და პროსტრაციაში და ამის გამო არ იღებენ არანაირ გადაწყვეტილებებს. ამასობაში ზიანდება ბევრი რამ, სახელმწიფო ზიანდება, თავად ზიანდებიან. პირადად ხელისუფალი ივანიშვილი ზიანდება.

ასეა, ვხედავთ, თუ რა ხდება მის ირგვლივ. სერიოზული პრობლემებია შექმნილი მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. „მაგნიცკის სიის“ პარალელურ სიაზე დაწყებული საუბარი ამაზე მეტყველებს. ამ პროცესში ბრაუდერია ჩართული. ბრაუდერი არის ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის ეს როგორ კეთდება.

 

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგია ხუხაშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved