• რეკლამა
  • კონტაქტი
03:15, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პირადად გამოცხადდეს ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების წინაშე“ – ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის” კახა კალაძეს საკრებულოში იბარებს

ალია ავტორი - ალია
14:48 12-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის” საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის დროებით შეჩერებას მოითხოვს. – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში, პარტია „საქართველოსთვის” პოლიტ საბჭოს და ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის” წევრმა გიორგი შარაშიძემ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, ერთჯერადი მომსახურების საფასური ორმაგდება და მოქალაქეს 50 თეთრის ნაცვლად ერთი ლარის გადახდა მოუწევს.
„თბილისის მერია აპირებს გადახედოს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საფასო პოლიტიკას და შემოიღოს ტრანსპორტისთვის  ახალი საბარათე სისტემა და გაზარდოს, რაც ყველაზე მტკივნეულია, მგზავრობაზე ერთჯერადი მომსახურების საფასური, კონკრეტულად 50 თეთრი გააორმაგოს და გახადოს ერთი ლარი, რაც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენს მოქალაქეებს, იმ ფონზე, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს და მთავრობა ვერ ახერხებს დაუპირისპიროს მას ქმედითი და თანმიმდევრული ზომები, ასევე იმ ფონზე, როდესაც არის რეკორდულად გაზრდილი ინფლაცია და ჩვენი მოქალაქეები ფაქტობრივად ყოველდღიურად იბრძვიან გადარჩენისთვის და ოჯახის შენახვისთვის” – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის” საკრებულოში იბარებს თბილისის მერს კახა კალაძეს და გასცეს საზოგადოებას პასუხი რეალურად გაძვირდა თუ შემცირდა ტრანსპორტით მგზავრობის საფასური.
„მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი, ვგულისხმობ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმას და მისი ხელმისაწვდომ და კომფორტულ სარგებლობას, საკრებულოს უახლოებს სხდომაზე თბილისის მერი კახა კალაძე პირადად გამოცხადდეს ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების წინაშე, რაც ჩვენი აზრით  წერტილს დაუსვამს გავრცელებულ მანიპულაციებს, სხვადასხვა ტიპის მოსაზრებებს გაძვირდა რეალურად თუ შემცირდა მგზავრობის ტარიფები.
ამავე დროს, ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის” მოუწოდებს თბილისის მთავრობას და საკრებულოს, რომ დროებით შეჩერდეს აღნიშნული ინიციატივის გატანა, მოხდეს მისი განხილვა კომპეტენტური პირების და საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობით, იმისათვის, რომ თბილისელებს არ ქონდეთ არანაირი კითხვა და პრობლემა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ახალი ტარიფების შესახებ.
ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს სატრანსპორტო რეფორმისა, კონკრეტულად, თუნდაც საბარათე სისტემისა, რომელიც გულისხმობს შეღავათებს ხანგრძლივ და მრავალჯერად მგზავრობაზე, თუმცა წინააღმდეგი ვიქნებით თუნდაც იმ მოქალაქეებისთვის მგზავრობის ტარიფის გაძვირებაზე, რომლებიც დღეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.” – განაცხადა გიორგი შარაშიძემ. 

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved