კიდევ ერთი პატიმრის, საბა სხვიტარიძის ადვოკატი, ნათია ჩაჩანიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, მის მიერ შეტანილი ამობეჭდილი განცხადების საკანში შეტანის უფლება არ მისცეს.
მე თვითონაც შევედი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ საბა სხვიტარიძესთან, მე შევიტანე ამობეჭდილი ვერსია განცხადების, რომელიც გადავეცი საბას და მასაც უარი განუცხადეს მის შეტანაზე საკანში. ასახელებდნენ ამის მიზეზად იმას, რომ არსებობს ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც დაუშვებელია აღნიშნულის განხორციელება. საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ნორმებით, გარანტირებულია ადვოკატის უფლება, მას აქვს უფლება გამოიტანოს ჩანაწერი, შეიტანოს, შეინახოს, საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაცვის უფლების განსახორციელებლად. აღნიშნული წარმოადგენს ადვოკატის უფლებაში უხეშ ჩარევას, – ამბობს ნათია ჩაჩანიძე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის შესახებ აცხადებს. საიას ინფორმაციით, პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატ ჯუმბერ ქათამაძეს შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება არ მისცეს, რამდენიმე საათის განმავლობაში დააყოვნეს და დაწესებულების დატოვება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც საკუთარი ჩანაწერები დახია.
ორგანიზაცია მომხდარზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.











კომენტარები