• რეკლამა
  • კონტაქტი
22:29, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

ალია ავტორი - ალია
14:42 03-06-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

გასტროენტეროლოგია მედიცინის ის დარგია, რომელიც ბოლო ათწლეულებია განსაკუთრებული სისწრაფით ვითარდება. მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე აპარატები ზუსტი დიაგნოზის დასმას აადვილებენ და პროფესიული გამოცდილება კი, მკურნალობის სწორად დაგეგმვის საშუალებას აძლევს სამედიცინო პერსონალს.

დღეს ვისაუბრებთ ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ და საყურადღებო პათოლოგიაზე, რომლის დიაგნოსტირება მთლიანად ექიმის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე დგას, რადგან ამ პრობლემის დროს, კვლევები და ანალიზები, მხოლოდ სხვა დაავადების გამოსარიცხად შეიძლება გამოიყენო. ეს პათოლოგიაა ფუნქციური დისპეფსია.

რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს, რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი სასწრაფო და გადაუდებელი – “ალიას” ამ და სხვა კითხვებს, “ნიუ ჰოსპიტალსის” გასტროენტეროლოგი, თეონა ჯანაშია პასუხოს. 

– რა არის ფუნქციური დისპეფსია?

– პირველ რიგში, გეტყვით, რომ ფუნქციური დისპეფსია, სამწუხაროდ, მსოფლიოშიც და საქართველოშიც ერთ–ერთი გავრცელებული და საყურადღებო პრობლემაა.
ფუნქციური დისპეფსია ეს არის მდგომარეობა, როცა არც ენდოსკოპიურად, არც სხვა დიაგნოსტიკური კვლევით ორგანული დაზიანება არ დასტურდება, თუმცა პაციენტს აღენიშნება კლინიკური ჩივილები.

– გამოდის, უმეტესწილად, ექიმის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული მისი სწორად დიაგნოსტირება. რა სიმპტომები ახასიათებს და თუ არსებობს ე.წ. წითელი ალამი, რომელიც გვაჩვენებს, რომ ექიმთან ვიზიტი სასწრაფოა?

– სიმპტომებს რაც შეეხება, სხვადასხვანაირია, ახასიათებს: ტკივილი ეპიგასტრიუმში; ტკივილი და დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტში; ასევე პოსტპრანდიალური სინდრომი, – ანუ სისავსის შეგრძნება, შებერილობა, გულისრევის შეგრძნება, გულძმარვა. ფუნქციური დისპეფსიის კლინიკური თავისებურება ისაა, რომ იგი გამოირჩევა ტალღისებური მიმდინარეობით, გამწვავება–შემსუბუქების ფაზებით.

რაც შეეხება „საგანგაშო ნიშნებს“ როდესაც აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ასეთებია: წონაში კლება; ხშირი ღებინება; სისხლიანი განავალი; ყლაპვის გაძნელება.

– როგორც ვიცით ფუნქციური დისპეფსია მხოლოდ ერთი ტიპის არ გვხვდება, –რა
განსხვავებაა მათ შორის?

– ფუნქციური დისპეფსია იყოფა ორ ტიპად: პოსტპრანდიალური და ეპიგასტრული ტკივილის სინდრომი.

პოსტპრანდიალური ყოველთვის კავშირშია კვებასთან. საკვების მიღების შემდეგ აღინიშნება სისავსის შეგრძნება და მალე დანაყრება. ხოლო ეპიგასტრული ტკივილის სინდრომის შემთხვევაში ტკივილის და წვის შეგრძნება ლოკალიზდება ეპიგასტრიუმში (მუცლის ზედა ნაწილში). იგი შეიძლება იყოს პერიოდული. ყოველთვის არ არის დამოკიდებული კვებასთან და შეიძლება შემსუბუქდეს ან გამწვავდეს საკვების მიღების შემდეგ.

– რატომ მძიმდება ფუნქციური დისპეფსიის სიმპტომები ხშირად ჭამის დროს ან მის შემდეგ?

– ვეცდები ყველასთვის გასაგები, არასამედიცინო ენით ავხსნა, – როცა საკვებს მივირთმევთ, ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი კუჭი ამ დროს დუნდება, რომ საკვები დაიტიოს წნევის ზრდის გარეშე. ხოლო ფუნქციური დისპეფსიის დროს კუჭი სათანადოდ ვერ დუნდება, ამიტომ, მცირე რაოდენობით საკვებიც კი იწვევს სისავსის შეგრძნებას. ფუნქციური დისპეფსიის დროს კუჭის ნერვული დაბოლოებები ზედმეტად მგრძნობიარეა. შესაბამისად კუჭის გაფართოება, მჟავის გამოყოფა ან პერისტალტიკის გააქტიურება, რაც ფიზიოლოგიური პროცესია კვების დროს, –  პაციენტი აღიქვამს, როგორც ტკივილსა და დისკომფორტს. ზოგჯერ კი პირიქით დიდხანს ყოვნდება საკვები კუჭში, რაც იწვევს გულისრევის შეგრძნებას, ზოგჯერ ღებინებასაც კი.

– ნერვული სისტემა, სტრესი და დისპეფსია – რა კავშირია მათ შორის და რამდენად საყურადღებო?

– ნერვული სისტემა კავშირშია კუჭ-ნაწლავთან, რადგან არსებობს ე.წ. „ნაწლავ-ტვინის ღერძი“ რაც ნიშნავს იმას, რომ კუჭ-ნაწლავის მოძრაობას, სეკრეციას თავის ტვინი არეგულირებს და სრულად ნებელობაზეა დამოკიდებული, შესაბამისად ტვინი უფრო ინტენსიურად აღიქვამს სტრესის ფონზე მსუბუქ სტიმულაციასაც და მას როგორც საგანგაშო სიგნალს ისე აღიქვამს.

– თავშივე გვითხარით, რომ ამ დაავადების ორგანული მიზეზი არ იკვეთება კვლევებისას, თან სიმპტომებით ძალიან ჩამოჰგავს სხვა დაავადებებსაც, როგორ ხდება ფუნქციური დისპეფსიის დიაგნოსტიკა და რა კვლევებია აუცილებელი, რომ სხვა დაავადებები გამოირიცხოს?

– საინტერესო შეკითხვაა.  ზოგადად კვლევების მოცულობა და შესაბამისი ტაქტიკა ფუნქციური დისპეფსიის დროს დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე და სიმპტომების ხანგრძლივობაზე, უფრო მეტად ქალებისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა, ამ ბოლო დროს მამაკაცებშიც ხშირად აღინიშნება.
ფუნქციური დისპეფსიას უმეტესად ახასიათებს ტალღისებური მიმდინარეობა. ამ პათოლოგიის მთავარი არსი, მაინც სწორედ იმაში, რომ მიუხედავად ჩივილებისა – ორგანული პათოლოგია არ იკვეთება, განსხვავებით სხვა დაავადებებისგან. სწორედ ამის დადგენაში გვეხმარება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები – გასტროსკოპია ბიოფსიით; მუცლის ღრუს ექოსკოპია, საჭიროებისას, სხვა კვლევებიც, რომ დადასტურდეს ორგანული პათოლოგიის არარსებობა და დამტკიცდეს – ფუნქციური დისპეფსია.

– რა გზებით შეიძლება ფუნქციური დისპეფსიის მართვა – როდის არის საკმარისი ცხოვრების წესის შეცვლა და რა შემთხვევაში ხდება საჭირო მედიკამენტური მკურნალობა ან ფსიქოთერაპია? 

– ფუნქციური დისპეფსიის მართვა კომპლექსური პროცესია და მიზნად ისახავს სიმპტომების შემცირებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ფუნქციური დისპეფსიის პრობლემაც სწორედ ეს არის რომ ის გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე და აუარესებს მას. ხშირად

პირველადი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცხოვრების წესისა და კვების კორექცია. კვება მცირე ულუფებით; ნელა და კარგად ღეჭვა. ზოგჯერ საჭირო ხდება მედიკამენტური ჩარევაც, ასევე ჰელიკობაქტერი პილორის (Helicobacter pylori) ერადიკაცია: მისი არსებობის შემთხვევაში ან თუ დადასტურდა მორფოლოგიურად (გასტროსკოპიის დროს ან სხვა კვლევებით, ან სუნთქვითი ტესტით, განავლის ანალიზით.) და ჰელიკობაქტერის ერადიკაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას.

ასევე ფსიქოთერაპია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფუნქციური დისპეფსიის მართვაში. ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტმა სიმპტომი გამოიგონა, ან მგონია რომ მტკივა – ფუნქციური დისპეფსია ეს არის რეალური მდგომარეობა და მას სწორი მიდგომა და სწორი მართვა სჭირდება. შესაბამისად სწორად უნდა დაისვას დიაგნოზი, რომ შემდეგ სწორად მივუდგეთ და სწორად ვმართოთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved