• რეკლამა
  • კონტაქტი
04:59, კვირა, 29 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფულს ერთი თვისება აქვს, ან შენ ხდები მისი პატრონი, ან ფული ხდება შენი პატრონი!” – START – ოჩამჩირე, თხილი და პირველი ბიზნესი

ალია ავტორი - ალია
18:26 11-17-2022
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,379

ქართველი ბიზნესმენი, ხვიჩა მაქაცარია ფორბსის ქართულ გამოცემასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, საკუთარი წარმატების 40 წლიან ისტორიას ჰყვება. ოჩამჩირის საშუალოდ შეძლებული მაცხოვრებელი ოჯახის შვილმა, ბიზნესში პირველი ნაბიჯები მშობლიურ ოჩამჩირეში გადადგა და ფულის შოვნა თხილის რელიზაციით დაწყო.

მაქაცარია საკუთარ წარმატებას ბიძას უკავშირებს და იხსენებს, რომ, მისი პირველი მცდელობა
დაქირავებული, რიგითი თანამშრომელი ყოფილიყო უშედეგოდ დასრულდა: – „ჩვეულებრივი დავალების შესრულება ვიუკადრისე, ემოციურად მივუყარე ყველაფერი
და დავტოვე სამსახური“.

რამდენიმე თვე მეგობრებთან ერთად ქუჩაში, „ბირჟაზე” გაატარა, ძირითადად იმაზე ფიქრში რა გაეკეთებინა, ან საქმის კეთების უშედეგო მცდელობებში – ვიდრე მის ცხოვრებაში არ ჩნდება მისი მოგვარე, ჰამლეტ მაქაცარია.

„ჩემი აზრით, ჰამლეტ მაქაცარია არა მარტო ჩვენს გვარში, არამედ საქართველოში და,
მგონი, მთელ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო”, – ასე
იხსენებს ჰამლეტ მაქაცარიას ჩემი რესპონდენტი.

მას მოსკოვში ჰქონდა დამთავრებული უნივერსიტეტი, მისი ერთ-ერთი კურსელი საბჭოთა კავშირის ვაჭრობის მინისტრი იყო და ამ მეგობრობამ ის მოიტანა, რომ აფხაზეთში ადგილობრივი (საკავშირო მნიშვნელობის) სავაჭრო წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა, რაც მოიცავდა მათ შორის სავაჭრო ურთიერთობებს კაპიტალისტურ ქვეყნებთან, ძირითადად – ბარტერულ ოპერაციებს. აქედან იტვირთებოდა საბჭოთა პროდუქცია: ჩაი, თხილი და სხვა, და ბრუნდებოდა სხვადასხვა იმპორტული საქონელი – დაწყებული სიგარეტით, დამთავრებული ძვირად ღირებული უცხოური სამომხმარებლო ტექნიკით, იქნებოდა ეს მაცივრები თუ SHARP-ის საოცნებო ორკასეტიანი მაგნიტოფონები. ჰამლეტ მაქაცარიას წესად ჰქონდა, რომ მუშაობდა სოხუმში, მაგრამ შაბათ-კვირას აუცილებლად მიემგზავრებოდა სოფლად, სამეგრელოში, სადაც უქმეებს ზუგდიდის რაიონში ატარებდა და გზად მიაშურებდა რესტორანს, სადაც მზარეულად ხვიჩა მაქაცარიას მამა მუშაობდა.

„მამაჩემი ცალკე ისტორიაა, – იცინის ხვიჩა მოყოლისას, – არც ჩვენი ოჯახი იყო ღარიბი, მამა კარგ ფულს შოულობდა, მაგრამ მსგავსად სხვა საბჭოთა შეძლებული ადამიანებისა,
ერიდებოდა შემოსავლების გამოჩენას. მახსოვს, ერთი ძველი თეთრი „ნივა” ჰყავდა.
შევუჩნდი – გამოცვალე-მეთქი. მართლაც ასე მოიქცა, ოღონდ ისევ ახალი თეთრი „ნივა“
გამოიყვანა და ნომრებიც კი ძველი დაამაგრა, რას იტყვის ხალხიო. ასეთი იყო საბჭოთა
რეალობა.

მოკლედ, ხვიჩას მამასთან რესტორანში გზად ერთ-ერთი სტუმრობისას, ჰამლეტ მაქაცარია ახალგაზრდა ხვიჩას გაესაუბრა და დაიყოლია საქმეზე, რომელიც ოჩამჩირე-გალის რაიონში თხილის შესყიდვა-შეგროვებას და სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიისთვის ჩაბარებას ითვალისწინებდა. ჰამლეტ მაქაცარია ამ შეთანხმებით აგვარებდა მისთვის პრობლემას, რომ ოჩამჩირე-გალის რეგიონში თხილის ჩაბარება-შესყიდვა მოხდებოდა და ხვიჩაც დასაქმდებოდა. ამოიქოქა ახალგაზრდა ხვიჩა, იმდენი კი ჰქონდა, რომ შესყიდვები და თხილის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ავტო შეეძინა,

გააკეთა სოფლებში პირველი შესყიდვები: – ამ დროს ვნახე ალბათ მთელი აფხაზეთი, და ისეთ სოფლებშიც დავდიოდი, რომ ვერც წარმომედგინა, რომ იქ, არათუ თხილის პლანტაციები, ცოცხალი ადამიანები დამხვდებოდნენო. მოკლედ, პირველი ჩაბარება მოხდა გულრიფშში და იქვე მოხდა პირველი ანაზღაურებაც. ცხადია, შეთანხმებისამებრ ნატურით – 150 ტელევიზორი, მაცივრები, მაგნიტოფონები, სხვა ტექნიკა. იქვე იყო უცხოური წარმოების, მაშინ საოცრად მოთხოვნადი თამბაქო – Pall Mall-ითა და Winston-ით სავსე ყუთები.

ჯერი გაყიდვაზე მიდგა, რაშიც ზუგდიდელი გადამყიდველები დაეხმარნენ, რომლებმაც ორ დღეში დააცარიელეს საწყობი – ტექნიკის 30% ადგილზე გაყიდეს, 70% შუა აზიაში გაგზავნეს და პირველი ფულიც მოიტანეს.

„ვზივართ ახლა, – იხსენებს ხვიჩა მაქაცარია, – ხუთი თუ ექვსი ყუთი გამოვიდა სავსე რუსული მანეთებით, და სულ ხელით დაგვჭირდა დათვლა, სად იყო მაშინ ფულის სათვლელი მანქანა…
გავყავით მე და ჩემმა პარტნიორმა ეს ფული და მე ჩემი წილი, რომელიც ასევე სიგარეტის ყუთებში მქონდა ჩალაგებული, ვერ ჩავტიე ჩემს მანქანაში, ამიტომ მამაჩემის „ნივა“ ვითხოვე და გავემართე გულრიფშის ბაზისკენ, ჰამლეტ მაქაცარიასთან.

„არ ყოფილხარ შენ უბრალო კაცი – ყველაზე მეტი შენგან არის თხილის ჩაბარება”, – ეუბნება ჰამლეტი ხვიჩას.

 

 

ავედით მასთან კაბინეტში და მეუბნება ასეთ რამეს: „ახლა წადი, ჩემო ხვიჩა, წაიღე ეგ ფული, მამას ახალი მანქანა უყიდე, შეიძინე, რაც გინდა და დაიმახსოვრე ერთი რამ, არასდროს გაიჩერო სახლში ფული, არასდროს! რადგან ფულს აქვს ერთი ასეთი თვისება: ან შენ ხდები მაგის პატრონი, ან ფული ხდება შენი პატრონიო. შენ იმდენად ახალგაზრდა ხარ, რომ შეინახო ახლა ფული, ის ბოლომდე დაგიმონებს. მთავარია, ეს ფული არ გააჩერო და ბოლომდე საქმეში ჩაატრიალე, მით უმეტეს ამის კარგი დროა ახლა”.

 

 

 

 

„ბოლომდე მაშინ ვერც კი გავიაზრე და ცოტა უცნაურ კაცად მომეჩვენა ჩემი მოგვარე“,
– ასე იხსენებს საუბრის ამ ნაწილს ხვიჩა მაქაცარია, მაგრამ ახალგაზრდა მაქაცარია
უჯერებს უფროს ჰამლეტს და იწყებს ოჩამჩირეში და მის ცენტრში არსებული ყველა
მნიშვნელოვანი ობიექტის შეძენას, იქნებოდა ეს მაღაზიები, სალონები, ტექნიკის
მაღაზიები, ლიმონათის მწარმოებელი ქარხანა, რესტორნების ქსელი თუ სხვა. სწორედ ამ
პერიოდში ფუძნდება აფხაზეთში პირველი კომერციული ბანკი, რომლის მეპატრონეც
ხვიჩა მაქაცარია ხდება.

როცა ხვიჩა მაქაცარია აფხაზეთის პერიფერიის შემდეგ სოხუმს ითვისებდა, ამ დროს ვითარება ქართველებსა და აფხაზებს შორის უკვე იძაბებოდა. სოხუმის პარალელურად, იგი რუსეთში იწყებს ვაჭრობას თავის პარტნიორთან, თემურ არონიასთან ერთად. ომსკში გზავნის ჩაის, თამბაქოს და სხვა პროდუქციას, თუმცა აფხაზეთში ვითარება სულ უფრო მწვავდება და დაპირისპირება შეუქცევად სახეს იღებს. მაქაცარია ოჯახთან და პარტნიორებთან ერთად მოსკოვში გადადის საცხოვრებლად, სადაც თემურ არონიასთან ერთად პირველ კომპანიას აფუძნებს. საბჭოთა ეკონომიკისა და მაშინდელი რეალობის გათვალისწინებით რთულია, შეაფასო ხვიჩა მაქაცარიას ქონება და ბიზნესი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩა, თუმცა მიახლოებითი დათვლით, ეს ყველაფერი რამდენიმე მილიონის ღირებულებისა იყო. მაგრამ ნათესავის შეგონება, რომ ფულმა არ აიღოს კონტროლი მის პატრონზე, მთელი ცხოვრება გაჰყვება. არ ჩერდება და მუდმივად ინვესტირებს ადამიანებში, პროექტებში, ძირითადად – საქართველოში, მცირედით ევროპაშიც უძრავი ქონებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით.

 

 

ოჩამჩირელი ბიჭი, რომელმაც საქართველოს „საკუთრებაში” მოაქცია და აბრუნებს, მართავს და ავითარებს ქვეყნისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვან აქტივებს – Forbes საქართველო ხვიჩა მაქაცარიაზე

თეგები: ხვიჩა მაქაცარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება
ახალი ამბები

ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება

13:44 06-27-2025
ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება
ახალი ამბები

ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

11:35 06-27-2025
ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი
ახალი ამბები

ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი

18:38 06-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved