• რეკლამა
  • კონტაქტი
09:47, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ფულის თვლა კი იცით და ეს ჩემგან არ გესწავლებათ, ნება თქვი შენ“ – ნათია ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
22:28 11-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:

„ეფექტური განცხადებების კვირეული გრძელდება, მთავრობამ, – ნარკოდამოკიდებულ ხალხს შრომას დავაჩვევთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. თავი და თავი უსაქმურობააო. სამსახური ზოგადად ყველა ადამიანისთვის კარგი რამაა, მაგრამ რა ვქნა, გრძლად დავწერო, თუ მოკლედ მოგიყვეთ, რომ ნარკოდამოკიდებულება უმძიმესი დაავადებაა და ამ ადამიანებს სწორად დაგეგმილი, სამ, ან ოთხეტაპიანი მკურნალობა სჭირდებათ (ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნა, ე.წ. დეტოქსი; თანმდევი ფსიქიკური კონდიციის მედიკამენტური მკურნალობა; საჭიროების შემთხვევაში ჩანაცვლებითი თერაპია; ფსიქორეაბილიტაცია). აქედან ფსიქორეაბილიტაციას, “ფხიზელი ცხოვრების დასწავლას” იდეალურ შემთხვევაში წელიწადნახევარი სჭირდება, ოპტიმალური კი 6-10 თვიანი ინტენსიური კურსია. ფსიქოთერაპიის გარეშე ნებისმიერი “ძვირიანი” მკურნალობა წყალში გადაყრილი რესურსი რომაა, იცით ეგეც ხომ? ანეკდოტი რომაა, მეგრელს რომ ჰკითხეს, ცურვა იციო? მეცოდინება ალბათ, – რომ უპასუხა. გეცოდინებათ ალბათ, მაგრამ მაინც გახსენებთ, რომ შრომა-გასწორების რეჟიმი კი არა, ჯერ მკურნალობაა გამოსავალი. სწორად დაგეგმილი ყველაფერი ყოველთვის უფრო ხარჯეფექტურია, ფულის თვლა კი იცით და ეს ჩემგან არ გესწავლებათ, ნება თქვი შენ. ამის შემდეგ კი რათქმაუნდა, იდეალური იქნება სოციალური საწარმოების პროგრამები და დასაქმების პროგრამა, რომელიც ასევე უნდა ითვალისწინებდეს დაავადებულ პირთა ასაკს, ზოგად ჯანმრთელობას და სხვა ინტერესებს. მოზარდებისთვის კი აუცილებელია პრევენციის პროგრამის დაგეგმვა, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ ბავშვები ამ დაავადებისგან. თუ ნება არსებობს, გაუკეთებელი საქმე არ არსებობს, მაგრამ ნება ნიშნავს გააზრებულ მოქმედებებს და გააზრებულ განცხადებებს, რომელსაც მესიჯებზე დაეტყობა, რომ ნახევარი საათი მაინც წაიმუშავა ვინმემ.

შეცდომაა – ნარკოდამოკიდებულება უსაქმურების დაავადებაა.

სწორია – საინტერესო საქმის კეთება ადამიანებს ბედნიერს ხდის, მაგრამ მკურნალობის საჭიროება არ იხსნება.“

თეგები: ნათია ფანჯიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved