• რეკლამა
  • კონტაქტი
17:42, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფული ვერ უნდა აიღოს ადამიანმა? ვერც ერთი ბანკი ვერ მომემსახურება” – ნიკოლოზ მჟავანაძე სანქციებზე

ალია ავტორი - ალია
21:02 10-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,568

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ სანქციების შედეგები თავდაპირველად სათანადოდ ვერ შეაფასა და ახლა საქართველოში ფინანსური საქმიანობის შესაძლებლობა ფაქტობრივად შეზღუდული აქვს. პრო-რუსული განწყობების მქონე ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ბელარუსში იმყოფება, ამბობს, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში სოციალურ ქსელებსა და „იუტუბის“ მონეტიზაციაზეც შეეზღუდოს წვდომა.

მჟავანაძე, რომელიც Sezon TV-ის ყოფილი წამყვანია და ამჟამად პორტალ Taonews-ს ხელმძღვანელობს, სანქციების დაწესებიდან ხუთი დღის შემდეგ, 6 ოქტომბერს, Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს:

„ვიღაცეებმა, – თავიდან მეც, – ცოტა ისე, იუმორით გავატარეთ ეს ყველაფერი. მაგრამ მთლად სახუმაროც არ არის მეგობრებო ეს სანქცია.

ფაქტობრივად, მე საქართველოში მოღვაწეობის უფლება წართმეული მაქვს. ვერცერთი ბანკი მე ვერ მომემსახურება… ადამიანს, რომელსაც რაიმე სამსახური აქვს, ხელფასი უნდა აიღოს ან გარკვეული ჰონორარი უნდა აიღოს, ან ფული უნდა ჩაურიცხოს ვიღაცამ, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება საქართველოში“, – განაცხადა მან.

მჟავანაძის თქმით, ელოდება, რომ შეზღუდვები მის სოციალურ ქსელებზეც აისახება. მათ შორის ის საუბრობს YouTube-ზე, სადაც, მისი განცხადებით, მონეტიზაცია ცოტა ხნის წინ ჩართო — „დროის ამბავია ეს ყველაფერი“.

მჟავანაძე საქართველოს ხელისუფლებასაც აკრიტიკებს და კითხულობს, რამდენად დამოუკიდებელია ქვეყანა, თუ ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები საქართველოში მოქმედ ფინანსურ ინსტიტუტებზეც აისახება.

„თავს რომ იწონებთ იმითი, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და გავლენებისგან განთავისუფლდითო! შენს მოქალაქეს დიდი ბრიტანეთი ასანქცირებს და საქართველოში ყველაფერი, – ბანკი იქნება, მიკროსაფინანსო იქნება, ექვემდებარება ბრიტანეთს?! გეკითხებით, ჩვენ ვართ თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო?!
მთელი მოსახლეობა რომ დაასანქციროს, ესე იგი ფული ვერ უნდა აიღო ადამიანმა“? – იკითხა მან.

მჟავანაძის შეფასებით, სანქციები არის „სადამსჯელო ოპერაცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ სასურველ პოლიტიკას არ ატარებენ“.

„ერთი წლის წინანდელი [რის გამოც სანქციები დაწესდა] ახლა რატომ გაიხსენეს, ეს არის გაუგებარი“, – თქვა მან.

მჟავანაძე სანქციების დაწესებას აზერბაიჯანთან დაკავშირებით მის მიერ გამოთქმულ პოზიციებსაც უკავშირებს, თუმცა ამ მოსაზრების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება არ დაუსახელებია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved