კალიფორნიის ხელისუფლება ნარკოდამოკიდებულ პირებს, რომლებიც რეაბილიტაციის პროგრამაში ჩაერთვებიან და ნარკოტიკზე უარს იტყვიან ფულად ჯილდოს გადაუხდის.
CBS News-ის თანახმად, ფულადი ჯილდო პროგრამის მონაწილეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული.
წინადადებით აშშ-ს ფედერალურ მთავრობას კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა მიმართა. სახსრები მთავრობამ უნდა გაიღოს.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, კალიფორნიის ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით სიკვდილიანობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა 2010 და 2019 წლებში.
კომენტარები