საქართველოს პარლამენტში, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენენ, მინისტრსა და ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მოგვიანებით, თაკო ჩარკვიანმა ფეისბუქში ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
„მესამე პრეზიდენტს დღეს უწოდა საპარლამენტო ტრიბუნიდან მკვლელი , ხოლო ოპოზიციას , ვინც იცავთ ამ “გალიაში მჯდომ მკვლელს” მწამებლები და მკვლელები ხართო!!!!! სამი საათი ამას გაიძახოდა პერიოდულად , ფსკერზე იმყოფებოდა დღეს ” ჩვენი კულტურა”ეს ( ხალხმა როგორც შეარქვა) “ჯალათეა”, ნუ მე ვუპასუხე მაიცდამაინც სიტყვა “მკვლელს” ასე ხშირად ნუ იყენებთ თქვენგან წამგებიანია თქო!!!!!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.
კომენტარები