• რეკლამა
  • კონტაქტი
09:58, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფსიქოტროპული წამლების კანონდარღვევით გაყიდვა – რეგულირების სააგენტომ, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოავლინა

ალია ავტორი - ალია
11:31 10-20-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, მიმდინარე წელს, 62 აფთიაქში, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოავლინა. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფარმაცევტული დაწესებულებები უნებართვოდ და ურეცეპტოდ ახდენდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას, – ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, რეგულირების სააგენტომ, ავტორიზებული აფთიაქებიდან, 11 341 684 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის, ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. 97 753 ერთეული, კი სააგენტომ იმ აფთიაქებიდან ამოიღო, რომლებსაც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ნებართვა არ გააჩნიათ.

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. გარდა ამისა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 14 ავტორიზებული აფთიაქიდან 8-ს ნებართვა გაუუქმა, 12 ფარმაცევტს კი საქმიანობის უფლება, 3 წლით, შეუჩერა.

აღნიშნული უკანონო ფარმაცევტული საქმიანობები, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, 6000-დან 16000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ასევე, კანონდარღვევის შესახებ, ინფორმაცია, გაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved