საზოგადოებრივი არხის ბორდის წევრი, ლიკა ბასილაია–შავგულიძე:
დავფიქრდი და ფსიქოლოგიურად მზად ვარ ციხეში ჩასაჯდომად ისევ. წეღან დავუშვი, მოდი გადავერთვები სხვა რამეზე, მოდი იქნებ გავაგრძელო ცხოვრება ისე, როგორც ცხოვრობს ბევრი, არ ვიფიქრო, არ ვიდარდო, უბრალოდ დაველოდო “გლობალურ ცვლილებებს”, მაგრამმივხვდი, რომ არ შემიძლია კომფორტის ზონაში ყოფნა.
საქმე მარტივადაა: თუ არ გამოვა ბევრი ხალხი ყოველდღე რუსთაველზე, იმათ, ვინც რუსთაველზე ყოველდღე დადის, ელის ციხე. მე მზად ვარ, გარეთ ყოფნა გაუსაძლისია სინდისისთვის, როცა რეჟიმი მძვინვარებს და შენს თანამებრძოლებს ციხეში ყრის. დღეს პირველი დღეა, რაც მილიციამ გაგვაფრთხილა ანტიკონსტიტუციური, “ტროტუარების კანონის” ამოქმედების შესახებ. ხვალისთვის მოვემზადები და კი ბატონო, წამიყვანონ.














კომენტარები