დედოფლისწყაროში, ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერას“ თანამშრომლებმა დღეს მორიგი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა ისევ უცვლელია, ისინი არსებული დავალიანების დაფარვას დაუყოვნებლივ ითხოვენ.
„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების დავალიანება მილიონ ლარამდე თანხას შეადგენს. კომპანიაში დასაქმებულებმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც ისინი ხელმძღვანელობამ სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლა.
„ჩვენს კუთვნილ ხელფასს არ გვაძლევენ, ხოლო სასამართლო დავა, რომლითაც დავალიანების ანაზღაურებას ვითხოვთ, ჭიანურდება. დღეს კომპანიას ნედლეულის გატანის შესაძლებლობა მივეცით, თუმცა ისინი ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისევ არ აპირებენ“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.
საარბირტრაჟო დავა ჰააგის სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა.
კომენტარები