• რეკლამა
  • კონტაქტი
16:38, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა პროექტის შედეგების პრეზენტაცია გამართა

ალია ავტორი - ალია
16:27 02-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
379

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა პროექტის „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საკითხებზე ინფორმირებულობის დონის დადგენა და საჭიროებათა კვლევის განხორციელება“ შედეგების პრეზენტაცია გამართა. პროექტის პარტნიორია ფრიდრიხ ებერტის ფონდი. ღონისძიება გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორმა, ია თიკანაძემ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ.

პროექტის – „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საკითხებზე ინფორმირებულობის დონის დადგენა და საჭიროებათა კვლევის განხორციელება“ მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საჭიროებათა კვლევა – რეგულირების კუთხით ინფორმირებულობის დონის, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიის სპეციფიური საჭიროებების გამოკვეთისა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების, პროფესიული კვალიფიკაციის გაღრმავებისთვის ეფექტიანი მექანიზმების გამოვლენა. პროექტის ფარგლებში კვლევა განხორციელდა ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმსა და მცხეთის მუნიციპალიტეტში.

პროექტის რეალიზებით გაჩნდა ეფექტიანი და მდგარდი შესაძლებლობა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში ძირითადი ტენდენციების, პრობლემების, აქტუალური საკითხებისა საჭიროებების გამოვლენისთვის, რომლის საფუძველზეც შემუშავდა გადაწყვეტებისა და ინფორმირების დონის გაზრდის მექანიზმების სარეკომენდაციო სამოქმედო გეგმა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,
აღნიშნულ სექტორებში დასაქმებულ პირთა და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება. აქტივობებისა და საქმიანობების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაინტერესებულ პირებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლა, კვლევების ჩატარება, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება, საინფორმაციო ბაზის შექმნა და თემატური კონფერენციების მოწყობა. ცენტრში ამ დროისთვის სხვადასხვა სასწავლო კურსები მიმდინარეობს.

ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES) არაკომერციული, გერმანული პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც ეყრდნობა სოციალური დემოკრატიის ღირებულებებს. ფონდი დაარსდა 1925 წელს და ატარებს გერმანიის დემოკრატიულად არჩეული პირველი პრეზიდენტის, ფრიდრიხ ებერტის სახელს. ფრიდრიხ ებერტის ფონდის სათაო ოფისები მდებარეობს ქ. ბერლინსა და ქ. ბონში. ფონდის ფილიალები წარმოდგენილია 90-მე მეტ ქვეყანაში და საქმიანობას ახორციელებს 100-ზე მეტ ქვეყანაში. ქ. თბილისში მდებარე საქართველოს და სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა კოორდინაციას უწევს ფონდის საქმიანობას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიზანია დემოკრატიის, მშვიდობისა და სოციალური
სამართლიანობის ხელშეწყობა პოლიტიკური დიალოგის, განათლებისა და კვლევის გზით.

თეგები: როცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved