• რეკლამა
  • კონტაქტი
11:42, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფრაზები, რომლებიც შშმ პირთა მიმართ არასდროს უნდა ვთქვათ და გავიმეოროთ – რატი იონათამიშვილი

ალია ავტორი - ალია
01:17 01-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
316

დეპუტატი, რატი იონათამიშვილი:

“მოკლედ, ძალიან ბევრი დისკრიმინაციული ტერმინი და გამონათქვამი მოვისმინეთ შშმ პირთა მიმართ, ამ ორი დღის მანძილზე, რაც არასდროს უნდა ვქთვათ და გავიმეოროთ:

სმენის არმქონე ადამიანზე – “არ შეეძლო სრულფასოვანი კომუნიკაცია”;

მას შეუძლია სრულფასოვანი კომუნიკაცია, რადგან ჟესტური ენა მისთვის სამეტყველო ენაა, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით ეს ენა და რახან ჩვენ არ ვიცით, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეუძლია კომუნიკაცია და მითუმეტეს, სრულფასოვანი კომუნიკაცია.

“არ შეუძლია საუბარი”;

ინგლისურენოვან ადამიანზე, ვინც ქართული არ იცის, ხომ არ ვიტყვით იგივეს? სმენის არმქონე ადამიანები ჟესტური ენით ცნობენ, არათუ ვინ რა ეროვნების არის, არამედ რომელ დიალექტზე საუბრობს.

“შშმ პირი და ნორმალური ადამიანები”;

ეს საერთოდ ყველაზე შეურაცხმყოფელი დეფინიციაა. სხვათაშორის, ეს თქვა შშმ პირთა მიმართ სიძულვილით ცნობილმა “ემპათიის” ხელმძღვანელმა და ჟურნალისტიც დაეთანხმა – დეფინიცია არ შეუსწორა…. სინამდვილეში ვამბობთ: “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ტიპიური განვითარების მქონე…”

“ყრუ-მუნჯი”

უნდა ვთქვათ – ყრუ, ან – სმენის არმქონე, ან სმენადაქვეითებული ადამიანი/პირი. ის, რომ პირს ბგერები არ ესმის, არ ნიშნავს, რომ ის მუნჯია და ვერ მეტყველებს. ძალიან კარგადაც მეტყველებს და ყველაფრის გადმოცემაც შეუძლია!

განსაკუთრებული საჭიროების პირი;

იყო შშმ პირი, არ ნიშნავს რომ ხარ განსაკუთრებული საჭიროების. ეს არის საგანმანათლებლო ტერმინი, რომელიც ინკლუზიური განათლების ჭრილში გამოიყენება და არამხოლოდ შშმ პირებს აერთიანებს, არამედ ნებისმიერი საჭიროების მქონე მოსაწვლეს. მათ შორის, რთულად აღსაზრდელს, ეთნიკური უმცირესობის მოსწავლეს, ვუნდერკინდს და ა.შ.

უნარშეზღუდული – ეს არის ტერმინი, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს სტერეოტიპულ აზროვნებას და სამედიცინო მოდელს;

სწორია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. შეზღუდული შესაძლებლობა არ არის დიაგნოზი და არც შშმ პირები ვართ პაციენტები. ყველა უნარი არც ერთ ადამიანს არ აქვს განვითარებული, შესაბამისად, ჩვენ იმაზე კი არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი, თუ რა არ შეგვიძლია, არამედ უფლებრივ ჭრილში, ვის რა საჭიროება გვაქვს თანაბარი უფლებებისა და გარემო-პირობებისთვის.

თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვაპროტესტებდი დისკრიმინაციულ და დამამცირებელ ტერმინებს, რომელიც მედია საშუალებებში პილიტიკოსების, ჟურნალისტების, ექსპერტების, თუ სხვა საჯარო აქტორების მხრიდან უხვად მოდიოდა შშმ პირთა მიმართ, განსაკუთრებით, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა აქტუალური. ყოველივე ეს ახალისებდა და ახალისებს დისკრიმინაციას და არის ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რაც საჭიროებს ჩვენი მხრიდან რეაგირებას. კერძოდ:

დაინვალიდება;

ინვალიდიზაცია;

ინვალიდის ეტლი;

გახდება ინვალიდი და იქნება უმწეო (???);

“ყრუები და ბრმები ხომ არ ვართ”,

“ბრმები და ყრუები უნდა იყოთ, რომ…”

ნებისმიერი, მსგავსი გამონათქვამი, ან ფრაზა, რომელიც საჯაროდ მოვისმინეთ და არ გვქონდა საკმარისი რეაქცია, იყო მორიგი აგური შშმ პირთა მიმართ სიძულვილისა და სტიგმის გაძლიერების პროცესში. იმედია, ახლა მაინც შევიგრძნობთ ამას, თორემ ერთ წინადადებაში თან ამბობდე რომ იცავ შშმ პირების უფლებებს და თან სიძულვილის ენას უწევდე პროპაგანდას, არის ფარისევლობა.

არანაირი პოლიტიკა. არის რაღაცაა, რაზეც ნებისმიერი საჭიროების, ინტერესის და ფასეულობის მქონე ადამიანი უნდა ვთანხმდებოდეთ. რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, რუსეთი ოკუპანტია, საქართველო არის ევროპა და შეზღუდული შესაძლებლობა დიაგნოზი არ არის!”

თეგები: რატი იონათამიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved