ფრანგულმა სარაგბო კლუბმა „გროლემ“ ავტოკატასტროფაში დაღუპული ბექა ბურდიაშვილის ოჯახისთვის დახმარება გადაწყვიტა.
კლუბმა სპეციალური ბაზა შექმნა, სადაც ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ხოლო შეგროვებული თანხა მთლიანად ბექას ოჯახს გადაერიცხება.
26 წლის ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი, რომელიც ფედერალ ერთის გუნდის ღირსებას იცავდა, საფრანგეთში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ბექა გრაულეტუაში 2014 წლიდან ასპარეზობდა.
კომენტარები