• რეკლამა
  • კონტაქტი
15:08, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფოტორობოტი გამოძიებას 20 სექტემბრიდან აქვს… მხოლოდ ფოტორობოტით ბრალეულობის დადგენა ვერ მოხდება” – “უფლებები საქართველო”

ალია ავტორი - ალია
16:49 12-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
557

12 წლის ანას საქმეზე, ფოტორობოტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ განცხადებას ავრცელებს:

“დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედამ, ნატო ხუტაშვილმა, რომლის ინტერესებსაც „უფლებები საქართველოს“ იცავს, 26 დეკემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი. საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქციისა და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციას სურს გაავრცელოს შემდეგი განცხადება:

გაცნობებთ, რომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, საქმის მოწმეების მიერ აღწერილი სიტყვიერი პორტრეტის საფუძველზე, შეიქმნა სავარაუდო დამნაშავის რამდენიმე ფოტორობოტი. გარდაცვლილი ბავშვის დედის მიერ 26 დეკემბერს გავრცელებული ფოტორობოტი შექმნილია შსს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 20 სექტემბერს.

გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ფოტორობოტი არის მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობით შექმნილი დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირის სახის რეკონსტრუქცია და, ბუნებრივია, ის ვერ იქნება აბსოლუტურად ზუსტი. ამავდროულად,  ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ მხოლოდ ფოტორობოტის საფუძველზე პირის ბრალეულობის დადგენა ვერ მოხდება. შესაბამისად, აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოებმა მოიპოვონ და წარმოადგინონ მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც სავარაუდო დამნაშავის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საფუძველი გახდება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გვსურს საზოგადოებისთვის განვმარტოთ შემდეგი:

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისა და გამოძიებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ღირებული ინფორმაცია, „უფლებები საქართველო“ სთხოვს საზოგადოების ყველა წევრს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს აღნიშნული ფოტორობოტის საფუძველზე კონკრეტული ადამიანების სავარაუდო დამნაშავედ გამოცხადებას და თავი შეიკავოს საკუთარი ვერსიების საჯაროდ გავრცელებისგან.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 12 წლის გოგოს გარდაცვალებიდან 9 თვეზე მეტი გავიდა და ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული სავარაუდო დამნაშავე. გარდა ამისა, მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ საქმეში არსებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არის დაზიანებული.

მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს, გააძლიერონ ძალისხმევა და ჩაატარონ სრულყოფილი გამოძიება, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს დამნაშავის იდენტიფიცირება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა.” ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში, საეჭვო ვითარებაში დაღუპული 12 წლის გოგონას დედამ სავარაუდო დამნაშავის ფოტორობოტი გამოაქვეყნა და ამ პიროვნებაზე ინფორმაციის მიმწოდებელს ფულად ჯილდოს დაპირდა. დედა “მთავარ არხთან” ამბობს, რომ აღნიშნული ფოტორობოტი პროკურატურას საქმის მასალებში უკვე სამი თვეა აქვს, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ ყოფილა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved