• რეკლამა
  • კონტაქტი
07:34, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ფოტოები) – “ერთი ბი­ჭის ამ­ბა­ვი და­წე­რეს, ხან­ძრის­გან გაქ­ცე­ვა უც­დი­ათ, მაგ­რამ ხან­ძრის ალ­ყა­ში მოქ­ცე­უ­ლა… მეორე ბიჭმა ვიდეო დადო…” – რას ჰყვება თურქეთის ხანძარზე იქ მცხოვრები ქართველი

ალია ავტორი - ალია
18:30 08-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

ფოტო – Anadolu Agency

რამ­დე­ნი­მე დღეა თურ­ქეთ­ში პო­პუ­ლა­რულ კუ­რორ­ტებ­ზე მას­შტა­ბურ ხან­ძრებს ებ­რძვი­ან. ცე­ცხლი უკვე გავ­რცელ­და და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­სა და სას­ტუმ­რო­ებ­ზეც. ხან­ძა­რი მო­ე­დო პო­პუ­ლა­რულ კუ­რორ­ტებს ბოდ­რუმ­სა და მარ­მა­რისს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე სას­ტუმ­რო­დან ადა­მი­ა­ნე­ბი ევა­კუ­ი­რე­ბულ­ნი არი­ან. ტუ­რის­ტე­ბი სხვა სას­ტუმ­რო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს…

თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა ადან­ში, სა­დაც ტყის ხან­ძრის ექ­ვსი კე­რაა, ხოლო ან­ტა­ლი­ა­სა და მერ­სინ­ში – ოთხ-ოთხი.

AMBEBI.ge-სთან თურ­ქეთ­ში, ცნო­ბილ კუ­რორტ ბოდ­რუმ­თან ახ­ლოს მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ნინი ჩა­ლი­კი ამ­ბობს, რომ ხან­ძა­რი სულ უფრო მეტ ტე­რი­ტი­რი­ას მო­ი­ცავს.

– ძა­ლი­ან მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა. მას­შტა­ბუ­რი ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბას ისიც უწყობს ხელს, რომ მე­სა­მე დღეა ცხე­ლი ქა­რია, იმ­დე­ნად ძლი­ე­რი, რომ სახ­ლის აივ­ნი­დან ნივ­თე­ბი გა­დაგ­ვი­ყა­რა. ტემ­პე­რა­ტუ­რა 40 გრა­დუსს აჭარ­ბებს და ცე­ცხლს ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა აქვს, უფრო მეტი ფარ­თო­ბი მო­იც­ვას.

გუ­შინ ჩვენ­თან კუ­რი­ე­რი იყო მი­სუ­ლი,. ჩვენ­თან 38 კი-ში არ­სე­ბულ ად­გილ­ზე მუმ­ჯუ­ლარ­ზე გვი­თხრა, იწ­ვის, კვამ­ლი იდ­გაო, არ და­ვი­ჯე­რეთ… მაგ­რამ მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდა. არ ვიცი რა იქ­ნე­ბა. მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი თავ­გან­წირ­ვით იბ­რძვი­ან ცე­ცხლის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად. ჯერ­ჯე­რო­ბით ხაძ­რის მას­შტა­ბე­ბი ძლი­ე­რია. მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც ბოდ­რუმ­ში ის­ვე­ნებ­და, მომ­წე­რა, აქა­უ­რო­ბა იწ­ვი­სო, ვი­დეო ჩა­მიგ­დო, რაც ხდე­ბო­და. კი­დევ ერთი ახ­ლობ­ლის თქმით, ფაქ­ტობ­რი­ვად გა­და­იწ­ვა, რუ­კი­დან წა­ი­შა­ლა ან­ტა­ლი­ის ახ­ლოს მდე­ბა­რე სო­ფე­ლი, მა­ნავ­გა­ტი.

– მსხვერ­პლის შე­სა­ხებ რა ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა?

– აქა­ურ მე­დი­ას ყვე­ლაფ­რის გა­შუ­ქე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს, ხალ­ხი რომ არ დას­ტრე­სონ, ცუდი შე­დე­გე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვი­საც წამ­გე­ბი­ა­ნია, ამი­ტომ რე­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და თვითმხილ­ვე­ლე­ბის პოს­ტე­ბით ვი­გებთ. ბევრ ად­გი­ლას კი მო­ა­ხერ­ხეს ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბა, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლი­ან დი­დია ხან­ძრის მას­შტა­ბი. ამი­ტომ, ვვა­რა­უ­დობთ, რომ მსხვერ­პლი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, უბ­რა­ლოდ, ჯერ არ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია და შემ­დეგ თან­და­თან გა­ირ­კვე­ვა.

აქა­ურ სოფ­ლებ­ში თით­ქმის ყვე­ლა ოჯახს ჰყავს ფრინ­ვე­ლე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი, ძრო­ხა, ცხვა­რი, ძაღ­ლი, ქათ­მე­ბი. ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ხალ­ხია და ამ შე­მო­სავ­ლით ცხოვ­რო­ბენ. სი­მინ­დის ყა­ნე­ბი აქვთ, ავო­კა­დოს ახა­რე­ბენ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მათი გა­დარ­ჩე­ნის თავი არა­ვის აქვს, მაგ­რამ მა­ინც ცდი­ლოვ­ბენ რა­ღაც მა­ინც გა­და­არ­ჩი­ნოს და ევა­კუ­ა­ცი­ის ტალ­ღას არ მიჰ­ყვე­ბი­ან.

ვნა­ხე კად­რე­ბი, რო­გორ ტი­რი­ან უზარ­მა­ზა­რი ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი სახ­ლის მცხოვ­რებ­ნი. ერთი ბი­ჭის ამ­ბა­ვი და­წე­რეს, მშობ­ლე­ბი ჰყო­ლია იმ სო­ფელ­ში, ხან­ძრის­გან გაქ­ცე­ვა უც­დი­ათ, მაგ­რამ ხან­ძრის ალ­ყა­ში მოქ­ცე­უ­ლა. ერთი სი­ტყვით, დედა აბა­ზა­ნის ოთახ­ში იპო­ვეს და მამა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, დამ­წვრე­ბი. ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა ის არის, რომ არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა ხვალ და ზეგ.

მძი­მე დღე­ში არი­ან მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბიც. ოთხი და­კარ­გუ­ლი იყო, ორი იპო­ვეს და დამ­წვრო­ბის სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. და­ნარ­ჩენ ორს კარ­გა ხნის ძებ­ნის შემ­დეგ მი­აკ­ვლი­ეს, კვამ­ლით გა­გუ­დუ­ლან. ყო­ველ დღე უფრო მეტ და უფრო უა­რეს ამ­ბებს ვკი­თხუ­ლობთ. ვრცელ­დე­ბა დამ­წვა­რი და გა­გუ­დუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი.

– ცე­ცხლის გავ­რცე­ლე­ბის რა ვერ­სი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა?

– ბევ­რნა­ი­რი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია მა­ღა­ლი ტემ­პე­ტერ­ტუ­რაა, მაგ­რამ ასე­ვე აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ სა­ბო­ტაჟ­ზცე. ით­ქვა, რომ ვი­ღაც ცდი­ლობ­და რა­ღა­ცის­თვის ცე­ცხლი წა­ე­კი­დე­ბი­ნა, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა და­ი­ჭი­რეს და პო­ლი­ცი­ის მოს­ვლას ელო­დე­ბოდ­ნენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხალ­ხს მო­უ­წო­დებს, რომ თუ ვინ­მეს სა­ეჭ­ვოს შე­ნიშ­ნავთ, პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნე­თო. ვფიქ­რობ, მი­ზე­ზი ორი­ვეა. ვი­ზი­ტო­რებ­მა ზღვი­დან და­ი­ნა­ხეს, რო­გორ გავ­რცელ­და ხან­ძა­რი იმ სას­ტუმ­რო­ზე, რო­მელ­შიც თა­ვად იყ­ვნენ და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი.

– ქარ­თვე­ლებ­ზე ხომ არ გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია, ვინ­მე ხომ არ და­ზი­ან­და?

– არა, იქ, სა­დაც ხან­ძრის მა­სობ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბის კე­რაა, ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან ცო­ტაა. სულ ვწერთ ერ­თა­მა­ნეთს ემიგ­რან­ტე­ბი და მსგავ­სი არა­ფე­რი და­წე­რი­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 13 რე­გი­ონ­ში 53 მას­შტა­ბუ­რი ხან­ძრის კე­რაა. მე­ხან­ძრე­ე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­დნენ, მაგ­რამ ამის გამ­კლა­ვე­ბა ად­ვი­ლი არ არის.

ერ­თმა ბიჭ­მა დადო ვი­დეო, ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ზო­ნი­დან რო­გორ გა­მო­დის. გზის ორი­ვე მხა­რეს ხან­ძა­რი მძინ­ვა­რებს… ას­ფალ­ტი ისე­თი გა­ხუ­რე­ბუ­ლია, მგო­ნი სა­ბუ­რა­ვე­ბი სამ­შვი­დო­ბომ­დე ვერ გაგ­ვიყ­ვან­სო, მე­ხან­ძრე უყ­ვი­რის, ძა­ლი­ან სწრა­ფად ია­რე­თო… სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­დარ­ჩა. ასე მე­გო­ნა, ჰო­ლი­ვუდ­ში გა­და­ღე­ბულ ფილ­მის კადრებს ვუყურებდი.

https://www.facebook.com/v2.6/plugins/quote.php?app_id=&channel=https%3A%2F%2Fstaticxx.facebook.com%2Fx%2Fconnect%2Fxd_arbiter%2F%3Fversion%3D46%23cb%3Df14db1ae4a237d%26domain%3Dwww.ghn.ge%26origin%3Dhttps%253A%252F%252Fwww.ghn.ge%252Ff3e265ea3c0ec%26relation%3Dparent.parent&container_width=800&href=https%3A%2F%2Fwww.ghn.ge%2Fnews%2F267660-turketi-gamanadgurebel-tqis-khandzrebs-ebrdzvis&locale=ka_GE&sdk=joey

ფოტო: Anadolu Agency

თეგები: თურქეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved