• რეკლამა
  • კონტაქტი
03:43, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფოტო თქვენც გაქვთ ჩემთან გადაღებული” – კალაძე ჟურნალისტს

ალია ავტორი - ალია
17:26 03-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
702

კახა კალაძე ვერ პასუხობს კითხვას, რატომ არ ისჯებიან ის მოძალადეები, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმას პერმანენტულად ახორციელებენ.

სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა გოგებაშვილს თავს გუშინ დაესხნენ. გოგებაშვილი ის აქტივისტია, რომელმაც ერთ-ერთ პირდაპირი ეთერის დროს იხუმრა და ამ ფორმით გააპროტესტა ივანიშვილის რჩეული ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნაა.

ვგმობ ძალადობას ორივე მხრიდან – ეს იყო ერთადერთი არგუმენტი და პასუხი, რომელიც დღეს “პირველების” რეპორტიორმა ნანუკა ქაჯაიამ, კახი კალაძისგან მიიღო.

ყველანაირ ძალადობას ვემიჯნები და კატეგორიულად ვემიჯნები თქვენგან განსხვავებით. ყველანაირი ძალადობა ცუდია. ეს თქვენ გინდათ ასე იყოს, რომ ვიღაცა ხელისუფლების დავალებით მოქმედებს და აკეთებს. 

ძალიან ცუდია ეს დაპირისპირება, კატეგორიულად ვემიჯნები და ამასთან დაკავშირებით განცხადება არა ერთხელ გამიკეთებია თქვენგან განსხვავებით იმიტომ, რომ თქვენ პირდაპირ ახალისებდით და ხელს უწყობდით, რომ გმირად გამოგეცხადებინათ ისეთი ადამიანები, ვინც პოლიციელზე ძალადობდა, ვინც პოლიციელს ცოცხლად წვავდა. 

ძალიან ცუდია, ვგმობ აღნიშნულ ფაქტებს, როგოროც ერთის მხრიდან, ისე მეორე მხრიდან. ამას სჭრდება რეაგირება. ძალადობა არის ძალიან ცუდი და ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება “, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტებმა თბილისის მერს ასევე გაახსენა, რომ ამ დრომდე არ არიან დასჯილები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდამსხმელები.

ჟურნალისტმა კახა კალაძეს ისიც უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილზე კვერცხებით თავდამსხმელ “ტიტუშკას” მასთან ფოტოები აქვს გადაღებული, თუმცა კალაძემ ნანუკა ქაჯაიას უთხრა, მასთან ფოტო უამრავ ადამიანს აქვს გადაღებული.

უამრავ ადამიანს აქვს ჩემთან ერთად ფოტო გადაღებული, მათ შორის თქვენც….თქვენ დალოცვილებო, გამოდიოდით და პირდაპირ, თქვენს ეთერში საუბრობდით იმაზე, რომ კვერცხის სროლა, თურმე, ყოფილა დემოკრატიული პროცესი. წარმოგიდგენიათ?! ამას ტაშს უკრავდით! ამიტომ გეუბნებით, რომ ბინძურები ხართ, სამარცხვინოები ხართ! თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ძალადობთ, მოქალაქეები, ვისთვისაც განსხვავებული მოსაზრება მიუღებელია და ეს მარტო საქართველოში არ ხდება. მთელ მსოფლიოში, ბევრ ქვეყანაში ხდება, სადაც არის გაჯერებული „დიფ სთეითის“ ინტერესები“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved