პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელიდან ინსტაგრამზე ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, შავი პირბადით, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ოდნავ მხრებში მოხრილი, ჭრელი წინდებით, მარტო, დაცვის, დელეგაციის სხვა წევრების გარეშე როგორ გადადის სწრაფი ნაბიჯებით ქუჩას.
ფოტოს წამძღვარებული აქვს ფრაზა – ევროპული პარლამენტი.
უცნობია, ევროპული პარლამენტიდან ჩვენკენ მოიჩქარის პარლამენტის თავმჯდომარე ამ ნაბიჯებით, თუ ჩვენგან ევროპულ პარლამენტში მიდის, ქართველი ხალხის დანაბარების გადასაცემად.
ფოტოს ავტორის ვინაობა უცნობია.

კომენტარები