• რეკლამა
  • კონტაქტი
13:27, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ფოტო) – მილიონერი დეპუტატი ქმარს დაშორდა – ვინ იყო მისი მეუღლე და ქონებას ფლობს ამჟამად ნინო წილოსანი?

ალია ავტორი - ალია
20:53 07-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,757

ნინო წი­ლო­სა­ნი, მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან” ქმარს და­შორ­და. ამის შე­სა­ხებ ცოტა ხნის წინ, ჟურ­ნალ “თბი­ლი­სე­ლებ­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. ბიზ­ნეს­მენ ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძე­სა და პო­ლი­ტი­კოს ნინო წი­ლო­სანს სამი შვი­ლი ჰყავთ. 2021 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში დე­პუ­ტატს ქმა­რი ჯერ კი­დევ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ჰყავს.

“ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ჩემი შვი­ლე­ბის მა­მას­თან. მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი აქვს ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ბავ­შვე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­მას­თან მე­გობ­რო­ბა და მი­ხა­რია, რომ მათი აღ­ზრდის პრო­ცეს­ში თით­ქმის თა­ნაბ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ…

დრო­ის სიმ­წი­რის პრობ­ლე­მა მქონ­და, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, ოჯა­ხის­თვის სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა და­მეთ­მო. არც სა­ჯა­რო­ო­ბა გამ­ხდა­რა ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა. უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა გარ­კვე­უ­ლი ეტა­პე­ბის­გან შედ­გე­ბა, რა­ღაც სრულ­დე­ბა, რა­ღაც კი იწყე­ბა, თუმ­ცა ჩვენ ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და ახ­ლაც ასეა. ჩემი და­კა­ვე­ბუ­ლო­ბის ან პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო პრობ­ლე­მე­ბი არას­დროს გვქო­ნია…” – ამბობს ნინო წილოსანი

იგი არა­სო­დეს აქ­ვეყ­ნებ­და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს. არ ჩნდე­ბო­და მას­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ შეკ­რე­ბებ­ზე, სა­დაც მისი კო­ლე­გე­ბი მე­ო­რე ნა­ხევ­რებ­თან ერ­თად იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი, ამი­ტომ ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი რთუ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ნინო წი­ლო­სა­ნი და ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძე

ნინო წი­ლო­სა­ნის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ ამ­ჯე­რად უკვე ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­შია: 3 ბინა (თბი­ლის­ში, მცხე­თა­სა და წყნეთ­ში), მი­წის ნაკ­ვე­თი სა­გუ­რა­მო­ში, 2 ფარ­თი თბი­ლის­ში; მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი – ბმვ X 5. ფლობს რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი კომ­ბი­ნა­ტის აქ­ცი­ებს. ამას­თან, არის რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის პარტნი­ო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე აშშ-სა და ჩე­ხეთ­ში. მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა კი 2020 წელს ვა­გონმშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე – 8 131 ლარი; რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი კომ­ბი­ნა­ტის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე კი 17 140 ლარი შე­ად­გი­ნა.

შთამ­ბეჭ­და­ვია თა­ვად ნინო წი­ლო­სა­ნის ქო­ნე­ბაც. 2021 წლის 29 იან­ვარს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, წი­ლო­სა­ნი ფლობს თბი­ლის­ში ორი არა­სა­ცხო­რე­ბე­ლი ფარ­თის წი­ლებს; დე­და­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე ორ ბი­ნას; ავ­ტო­ფა­რეხს და მი­წის ნაკ­ვეთს ურეკ­ში. ამას­თან, მის სა­კუთ­რე­ბა­შია, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი Toyota. მას­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე – 2 786 ლარი, ხოლო ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ხით, 30 000 ლარი ჰქონ­და. მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე 2020 წელს – 54 871 ლარი შე­ად­გი­ნა. გარ­და ამი­სა, რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, წი­ლო­სა­ნი რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ა­ში ფლობს წი­ლებს, თუმ­ცა, ისი­ნი მარ­თვის უფ­ლე­ბით სხვა პირ­ზე აქვს გა­და­ცე­მუ­ლი.

ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძე წლე­ბის წინ სი­მამ­რთან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი გახ­ლდათ. 2013 წლის 17 მა­ისს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შპს „ვა­გონმშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბად­რი წი­ლო­სა­ნი და კომ­პა­ნი­ის სამი დი­რექ­ტო­რი და­ა­კა­ვეს (ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რი წი­ლო­სა­ნის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძე გახ­ლდათ).

ასე­ვე და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი ეზუგ­ბა­ია, მისი მო­ად­გი­ლე და გა­და­ზიდ­ვე­ბის მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ (მათ შო­რის წი­ლო­სა­ნის მამა და მე­უღ­ლე). სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა მხო­ლოდ რკი­ნიგ­ზის ყო­ფილ დი­რექ­ტორს, ირაკ­ლი ეზუგ­ბა­ი­ას შე­უ­ფარ­და, რო­მე­ლიც და­კი­თხვა­ზე არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა, რად­გან სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და.

ნინო წი­ლო­სა­ნი მა­მას­თან, ბად­რი წი­ლო­სან­თან ერ­თად

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­სა და ვა­გონმშე­ნე­ბელ კომ­პა­ნი­ას შო­რის ვა­გო­ნე­ბის გა­რე­მონ­ტე­ბის მიზ­ნით, 2008 წლი­დან გა­ფორმ­და ხუთი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლებ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზამ ერთი სატ­ვირ­თო ვა­გო­ნის შე­კე­თე­ბის­თვის, ხე­ლოვ­ნუ­რად გაზ­რდი­ლი თან­ხა 39 ათა­სი აშშ დო­ლა­რი და­ა­ფიქ­სი­რა მა­შინ, როცა რე­ა­ლუ­რად ერთი ვა­გო­ნის შე­კე­თე­ბის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 31 ათა­სი ლარი იყო”. ამ ქმე­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას 65 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ზი­ა­ნი მი­ად­გა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც 7-დან 11 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. საქ­მე დღემ­დე ძი­ე­ბა­შია, თუმ­ცა წი­ლო­სან­ი ამბობს, რომ ბრალ­დე­ბე­ბი სუს­ტია და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი.

წყარო – ambebi.ge

თეგები: ნინო წილოსანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved