ფოტო – თაიმერი
“თაიმერის” ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების და ყაზანის რუბინის შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია არდადეგებს მშობლიურ წალენჯიხაში ატარებს.
ის ხვდება თავის ქომაგებს, რომლებიც მშობლიურ ქალაქში მრავლად ჰყავს. განსაკუთრებულ ყურადღებას კვარაცხელია ბავშვებს უთმობს. ის წალენჯიხაში ფეხით დადის და მას ბავშვები გუნდ-გუნდად დასდევენ. ართმევენ ავტოგრაფებს, მასთან ერთად იღებენ ფოტოებს.
როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, დაგეგმილია რამდენიმე სპორტული ღონისძიება, რომელშიც ხვიჩაც მიიღებს მონაწილეობას.
ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული. ცოტა ხნის წინ ხვიჩა 2020 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დაასახელეს.
კომენტარები