• რეკლამა
  • კონტაქტი
16:15, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფოთში 4-მა საჯარო მოხელემ თანამდებობა დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა

ალია ავტორი - ალია
18:39 08-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ფოთში ქართული ოცნება 4-მა საჯარო მოხელემ დატოვა. ისინი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან.

ოთხივე პირი ფოთის მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა:

  • გიორგი აფშილავა — ფოთის მერიის ყოფილი იურისტი;
  • თამთა დაგარგულია — ფოთის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ურბანული განყოფილების უფროსი;
  • გიგლა თურქია — ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორი;
  • გოგი გაგუა — ფოთის სამხატვრო გალერეის დირექტორი

წასვლის მიზეზებსა და გიორგი გახარიას პარტიაში გადასვლის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში წერენ.

თამთა დაგარელია მიმართავს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, რომ არ შეეშინდეთ, რადგან “ყველას ვერ გაათავისუფლებენ”.

“მინდა ვუთხრა თითოეულ საჯარო მოხელეს, არ შეგაშინოთ სამსახურის დაკარგვის მუქარამ, ყველას ვერ გაგათავისუფლებენ (ვიცი, ბევრი მიხვდება რასაც ვგულისხმობ)… დღეს ჩუმად ყოფნამ კი, ნამდვილად შეიძლება საფრთხე შეუქმნას არამხოლოდ თითოეულ ჩვენგანს, არამედ ქვეყნის მომავალს”, — წერს დაგარელია.

გიორგი აფშილავა თანამდებობის დატოვების მიზეზად ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ასახელებს.

“მიზეზი არის ის ვითარება, რომელიც შექმნილია ქვეყანაში — მუდმივი რადიკალიზმი, პოლარიზება, რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის და რომლის გამოსწორების არც რესურსი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სურვილიც კი, აღარ აქვს მოქმედ ხელისუფლებას”, — წერს აფშილავა.

გიგლა თურქიას განცხადებით კი, ცვლილებების დროა და ამის გამო ტოვებს დაკავებულ თანამდებობას.

“ქალაქში არსებულმა ვითარებამ, დაუსრულებელმა დაპირისპირებამ და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ვიწრო ინტერესების დაყენებამ მიმაღებინა გადაწყვეტილება დავტოვო ქალაქ ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორის თანამდებობა და შევუერთე გიორგი გახარიას გუნდს”, — დაწერა გიგლა თურქიამ.

ფორმულასთან გააკეთა კომენტარი ფოთის სამხატვრო გალერეის ყოფილმა დირექტორმა. გოგი გაგუას თქმით, საჯარო სამსახურის დატოვება და გახარიას გუნდში გადასვლა, ყოფილი პრემიერის ავტორიტეტმა გადააწყვეტია.

“მიმაჩნია ბატონი გიორგი გახარია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებად. მიმაჩნია ძალიან დიდ პარტიოტად ჩვენი ქვეყნის. მას ჩვენი ქალაქისთვისაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. გიორგი გახარიას ავტორიტეტმა გადაწყვიტა ჩემი მასთან ყოფნა”, — თქვა მან ფორმულასთან საუბრისას.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა ისიც, რომ გუნდში ამაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. 29 მაისს გახარიამ პარტიისა და გუნდის პრეზენტაცია გამართა. პარტიას საქართველოსთვის ჰქვია.

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved