ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი გია ვოლსკი ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას კანდიდატურის წამოყენებას ეხმაურება და ამბობს:
„პერსპექტივა ნამდვილად არ გააჩნია, ფოთელი იქნება, გორელი თუ თბილისელი – ყველამ იცის, ვისთან აქვს საქმე. ეს არის ქურდბაცაცა ადამიანი, რომელსაც ერთი აქვს მარტო, რომ დიდი, მაღალი ხმით შეიძლება იყვიროს და აღშფოთება გაითამაშოს. დანარჩენი აღარაფერი არ აქვს – გაკოტრებული პოლიტიკოსია და არც სხვა სპეციალობა არ გააჩნია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ნაციონალური მოძრაობა ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას ოფიციალურად 21 აგვისტოს წარადგენს.
კომენტარები