ჰოლივუდის ფილმის „ფორსაჟი 9“-ის პირველი თრეილერი გავრცელდა. რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანს მთავარი როლის შემსრულებელი ვინ დიზელი და ასევე თბილისი, კერძოდ თავისუფლების მოედანი.
შეგახსენებთ, რომ „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები საქართველოში 18 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე, თბილისის სხვადასხვა წერტილებში მიმდინარეობდა, მათ შორის ვაჟა-ფშაველაზე, ნუცუბიძეზე, რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე და ასევე ქალაქ რუსთავში. ფილმის პრემიერა 2020 წლის მარტში იგეგმება.
კომენტარები