“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ფორმულაზე ისევ ის ტრუხა ყავთ გამოდგმული და პოლიტიკურ სპექტრს ჭკუას არიგებს. ამაზე დიდი შეურაცხყოფა აუდიტორიას როგორ უნდა მიაყენო, ვერ ვხვდები.
პ.ს. “არათამიმდევრულობა არ არის პანაცეა!” – ასეთებს ამბობს თან..”
იგი კომენტარებში აკონკრეტებს, რომ გიგი უგულავას გულისხმობს.
ჩერგოლეიშვილს კომენტარებში ვახო სანაია პასუხობს, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“სტატუსი ვნახე, ეკრანს შევხედე და ეს სურათი დამხვდა.”
ჩერგოლეიშვილი:
“ეგ რომ შედიოდა, მაგიტომ მქონდა ჩართული და მომიწია ურთიერთგამომრიცხავი ბოდვის მოსმენა.”

კომენტარები