“ჯეოქეისის“ მკვლევარი გიორგი ანთაძე ,აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე საუბრისას, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“, ამბობს:
„მთავარი, რასაც ეს დოკუმენტი გვეუბნება, არის ის, რომ ფორმდება ძველი სამყაროს დასასრული, ძველი საერთაშორისო ურთიერთობების დასასრული და არის ახალი წესრიგის გაფორმება. დოკუმენტი აფორმებს ახალ საერთაშორისო წესრიგს, სადაც მთავარი საკითხი იქნება არა ღირებულებები, არამედ ინტერესების, ძალისა და ეროვნული ინტერესების ენით საუბარი. გარკვეული ბალანსის აღიარებაა, ამისკენ მიდის საერთაშორისო პოლიტიკა.
აშშ-ს წარმომადგენელმა ეუთოც გააკრიტიკა. საუბარი იყო იმაზე, რომ თუ ასეთი მომაკვდავი ორგანიზაციაა და მათი ხედვით არაფრის მაქნისი იქნება, არც მასში დაედგომება აშშ-ს და იქიდანაც გამოვა. ამ მიდგომებით საერთაშორისო ინსტიტუტებიც ახალ რეალობას უნდა მოერგონ. ევროკავშირზე თავდასხმებიც ამის გამოხატულებაა. ფაქტია ევროკავშირს საკუთარ თავზე იმაზე მეტის აღება მოუწევს, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა. არა მარტო თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, არამედ საერთაშორისო ურთიერთობის აქტორი იყოს, ისეთი, როგორიც დღევანდელ სამყაროს სჭირდება“,














კომენტარები