• რეკლამა
  • კონტაქტი
12:05, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფლანგვის დეტექტორი: რამდენი მილიონით განისაზღვრა 2021 წელს ცესკოს ბიუჯეტი და რამდენი მილიონი გადავუხადეთ 4 წელიწადში ბიუჯეტიდან?

ალია ავტორი - ალია
18:03 11-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2017-2021 წლებში ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ბიუჯეტიდან 325 მილიონი ლარით დაფინანსდა, 2021 წელს კი ცესკოს ბიუჯეტი 74 მილიონი ლარით განისაზღვრა.

წინასაარჩევნოდ ცესკომ საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადება გადაწყვიტა, რომლითაც ის მაღალი პროფესიონალიზმის მქონდე ორგანიზაციად უნდა წარმოჩენილიყო. ვიდეოს სცენარში 31 000 ლარი, ვიდეორგოლის დამზადებაში კი 155 000 ლარი დაიხარჯა. 

ფლანგვის დეტექტორის შეფასებით, მიუხედავად მაღალი დაფინანსებისა და იმიჯზე ზრუნვისა, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ცესკომ დარღვევებით ჩაატარა, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. 

“ცესკოს პროფესიონალიზმს არა ვიდეორგოლი, არამედ ჩატარებული არჩევნები განსაზღვრავს. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. TI – საქართველო არჩევნების შედეგების შეფასებისას აღნიშნავს, რომ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა დღის მანძილზე, მათ შორის აღსანიშნავია დარღვევები, სადაც გასაკუთრებთ მაღალია იყო ცესკოს კომპეტენცია და ვალდებულება, თავიდან აერიდებინა მსგავსი შემთხვევები. 

ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემის შემთხვევა, დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა – ეს ის დარღვევებია, სადაც ცესკოს პირდაპირი ვალდებულება ჰქონდა, თავიდან აერიდებინა მსგავსი შემთხვევები, ან დროული და ეფექტური რეაგირება მოეხდინა. 

აღსანიშნავია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისიის შედეგებიც. საია-მ არაერთი დარღვევა დააფიქსირა, მათ შორის მარკირების წესების უგულებელყოფის, გადასატანი ყუთით და, ზოგადად, ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის შემთხვევები, არასათანადო დოკუმენტით უბანზე შემოსვლის ფაქტები. 

რაც შეეხება მეორე ტურს, კვლავ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის წილისყრის პროცედურის, მარკირებისა და ხმის მიცემის წესების დარღვევა, COVID-19-ის რეგულაციების დაუცველობა, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ შევსება/გამოქვეყნება”. – წერია არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში.

თეგები: ცესკო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved