• რეკლამა
  • კონტაქტი
02:06, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფიზიკურად დაგიცავთ, მარტო არ ხართ – ხოშტარია პრაიდს

ალია ავტორი - ალია
15:59 07-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია, ფეისბუქზე, წერს:

პრაიდის კვირეული იწყება დღეს. წარმოუდგენლად სევდიანია, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს არსებობის უფლებისთვის ბრძოლა უწევს და, დიახ, არსებობაა ყველა უფლებით სარგებლობა და არა უმრავლესობის მიერ დაწესებული “სახლში რაც გინდა აკეთე”, “გარეთ არ იარონ”.

ძალიან ბევრი სისხლიც დაიღვარა, კონფლიქტიც მოხდა კაცობრიობის ისტორიაში, რომ მივსულიყავით ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებამდე, რომ თითოეული ადამიანია ფასეული და ყველა თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, მაგრამ ჩვენ მაინც ჯერ ვერ მოვახერხეთ ამ ყველასთვის სასარგებლო ჭეშმარიტების მიღება.

დღეს პრაიდის უფლება, რეალურად ყველას უფლებას იცავს, მათ შორის იმათ უფლებებს, ვინც დღეს იმუქრება. არ არსებობს ადამიანი ჩვენ საზოგადოებაში, ვისაც გამოხატვის და გადაადგილების უფლებით სარგებლობა არ ჭირდება. ამიტომ პრაიდის გამართვით ბევრად მეტს ვიცავთ და ვამკვიდრებთ, ვიდრე მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესებს.

ეს ყველაფერი უბრალოდ საჯარო და პოლიტიკურ პროცესად იქცა და ხშირად გვავიწყდება, რომ ამ ყოველი უფლების, აქციის, მოთხოვნის უკან კონკრეტული ადამიანური დიდი ტკივილი დგას. თითო ადამიანი რომელიც ცხოვრობს შიშში, შეზღუდვაში, წნეხში ცალკე სამყაროა.

როგორ შეიძლება ღმერთზე, სიკეთეზე, სიყვარულზე იფიქრო ან ილაპარაკო და ეს სამყაროები ანგრიო და ანადგურო თან. დარწმუნებული ვარ ბევრი ამას უბრალოდ ვერ იაზრებს. არ არის ეს წავედით, ვიჩხუბეთ მოვედით და მერე მშვიდად გავაგრძელეთ ცხვორება. ინგრევიან ადამიანები და ამად არაფერი არ ღირს.

ხოდა ამ ადამიანების მოსაფრთხილებლად და დასაცავად და ყველა მოქალაქის უფლებისთვის უნდა გავიდეთ და ჩვენი დამოკიდებულა გამოვხატოთ იმედია არ დაგვჭირდება, მაგრამ თუ დაგვჭირდა ფიზიკურად დაგიცავთ, მარტო არ ხართ.

თეგები: ელენე ხოშტარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved