• რეკლამა
  • კონტაქტი
02:53, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფიფიასთან ლომგულობთ და ამ ფეხბურთის ფედერაციასთან გული უკანალში რატომ გივარდებათ?” – ლევან ჯავახიშვილი

ალია ავტორი - ალია
23:32 11-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,511

ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი:

თბილისის “დინამო” საერთაშირისო თამაშებს სამარცხვინოდ რომ აგებდა, “დინამოს”, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები, კატეგორიულად მოითხოვდნენ, კლუბის მფლობელს, რომან ფიფიას კლუბი გაეყიდა და სხვისთვის მიეყიდა, ვინც მასზე მეტ ფულს ჩასდებდა გუნდი განვითარებისთვის. ფიფიას კატეგორიულად სთხოვდნენ მისი საკუთრების, “დიმამოს” გაყიდვას. კი, ახალი არაფერია, უცხოეთში ბევრი მსგავსი გვინახავს, მაგრამ იმ უცხოეთში, როცა ეროვნული ნაკრები კატასტროფულად თამაშობს, მწვრთნელის შეცვლას აზრი ეკარგება, ქომაგებს მაშინაც ადეკვატური რეაქცია აქვთ-ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ბიჯო, რომან ფიფიასგან “დინამოს” გაყიდვას რომ ითხოვდით ქართულ ფეხბურთზე გულდამწვარი ხალხი, ერთი გამოდით და ლევან კობიაშვილის გადადგომა და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეთ, ფედერაციის ყველა პასუხისმგებელი პირის გადადგომა მოითხოვეთ. თუ მოთხოვნის ლეგიტიმაცია-კანონიერებაზე მიდგა საქმე, ეს უფრო ლეგიტიმურია-“დინამო” კერძო სტრუქტურაა და ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, ფედერაცია კი არასამთავრობო ორგანიზაციაა და ყოველწლიურად მილიონებს იღებს ბიუჯეტიდან, თითოეული დასაქმებული ქომაგის ბიუჯეტში გადახდილი ფულიდან. ფედერაციის მუშაობის კონტროლი ზუსტად რომ ქომაგების საქმეა.
რა ვიცი, ფიფიასთან ლომგულობთ და ამ ფეხბურთის ფედერაციაზე როცა მიდგება საქმე, ის გული უკანალში რატომ გივარდებათ? და როდემდე უნდა იყვნენ? 10 წელია ფედერაციას მართავენ და თუ რამე სასიკეთო გააკეთეს, მადლობა ვუთხრათ და გავუშვათ, რადგან გაუკეთებელი და გაფუჭებული საქმეები უფრო მეტია. რა, თქვენ არ იცით, რა ხდება ფედერაციაში? სხვას ჯერ თავი დავანებოთ, ნეპოტიზმი ჩვევად რომ იქცა, ეს არ იცით? ფედერაციის სათავეებთან ისეთი ხალხი რომ არის, რომელთაც კანონით, სპორტში საქმიანობა ეკრძალებათ, ეგ არ იცით? იცით, ჩემზე მეტი იცით ბევრმა, მაგრამ ხმის ამომღები არა ხართ უმეტესობა.
კორუფცია (ჩაწყობილი თამაშები და სხვ.) კიდევ ცალკე, მაგრამ მაგას გამოძიება და ფაქტების დადება უნდა. იმედია, ეგ ფაქტებიც დაიდება. ისეთები ხდება ქვეყანაში, ლევან კობიაშვილი ვინ არის?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved