ფინეთმა რუსული და ბელორუსული სანომრე ნიშნებით ყველა სატვირთო ავტომობილისთვის ქვეყანაში შესვლა აკრძალა. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მუსტაფა ნაიემმა საკუთარი Facebook-ის გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, ყველა კომერციული სატვირთო მანქანა ბელორუსის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის სარეგისტრაციო ნომრით, რომლებიც კომერციული ტვირთის განბაჟებას შეეცდებიან, უკან იქნებიან გაბრუნებულნი. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს არის სატვირთო მანქანა, თუ ფურგონი.
“დროა აღდგეს პეტრე I. ეს ფანჯარა ევროპისკენ დაიხურა” – წერს მუსტაფა ნაიემი.
კომენტარები