ჰელსინკსა და სანკტ-პეტრებურგს შორის სარკინიგზო მიმსვლა აღარაა მართებული – ამის შესახებ, კორპორატიული მმართველობის მინისტრის ტიტი ტუპურაინენის VR-სადმი (რკინიგზის სახელმწიფო კომპანია) გაგზავნილ წერილშია აღნიშული.
რკინიგზის სახელმწიფო კომპანიამ განაცხადა, რომ 28 მარტიდან, დროებით აჩერებს Allegro-ს ექსპრესის მოძრაობას სანკ-პეტერბურგის მიმართულებით.
ტიტი ტუპურაინენმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთსა და ევროკავშირს შორის მიმოსვლა შეწყდა, მატარებლების მოძრაობა შენარჩუნებული იყო, რათა რუსეთში მყოფ ფინელებს არ შეშლოდათ ხელი ფინეთში დაბრუნებაში, ამჟამად კი სიტუაცია შეცვლილია და აღარაა მართებული სარკინიგზო მიმოსვლის შენარჩუნება.
კომენტარები