ფინეთი რუსეთიდან სატვირთო მატარებლებს აღარ იღებს. შესაბამისი განცხადება ფინეთის რკინიგზის კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მასში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება რუსეთის რკინიგზის მიმართ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. რკინიგზაში განმარტავენ, რომ კომპანია ვალდებულია შეზღუდვების პირობები შეასრულოს.
რუსეთიდან მიმავალი სატვირთო მატარებლების მიღება დღეს 12:00 საათიდან შეწყდა.
კომენტარები