• რეკლამა
  • კონტაქტი
15:07, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფილმი დავით აღმაშენებელზე – რა თანხა გამოყო მინისტრმა სრულმეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად?

ალია ავტორი - ალია
15:42 08-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
458

კულტურის სამინისტრომ დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით კონკურსი გამოაცხადა.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კონკურსი 12 აგვისტოს გამოცხადდება.

სამინისტრო მონაწილეობის მიღების მსურველებისთვის კონკურსის ეტაპებს ავრცელებს.

ეტაპი 1

კონკურსის გამოცხადებიდან 2 თვეში (2021 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით ვადაში) კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:

  • სცენარის სინოფსისი მაქსიმუმ 3 გვერდამდე;
  • რეჟისორის ხედვა;
  • პროდიუსერის ხედვა, სადაც სავალდებულოა, რომ მთავარი აქცენტი გაკეთდეს ფილმის საწარმოო ასპექტებზე და არა – დაფინანსების მოპოვების გზებზე. კერძოდ, პროდიუსერის ხედვა დეტალურად უნდა იძლეოდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუროგორ წარმოუდგენია პროდიუსერს მოცემული მასშტაბის ისტორიული ფილმის გადაღება საქართველოში. ასევე, პროდიუსერმა უნდა წარმოადგინოს ფილმის გაქირავებისა და საერთაშორისო მაყურებლამდე მიტანის ხედვა.

ეტაპი 2

არაუადრეს 2021 წლის 12 ოქტომბრისა, კულტურის სამინისტრო შექმნის დარგის სპეციალისტებისაგან შემდგარ პროფესიულ კომისიას, რომელიც კონკურსში წარმოდგენილი პროექტებიდან შეარჩევს ერთ ან რამდენიმე (არაუმეტეს სამისა) საუკეთესო პროექტს.

შერჩეულ პროექტს ან პროექტებს მიეცემა დაფინანსება 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით და კომპანიას მიეცემა დრო 2021 წლის 25 დეკემბრამდე, რათა წარმოადგინოს:

  • დეტალური სცენარი დიალოგების გარეშე (ე.წ. თრითმენთი) არანაკლებ 30 და არაუმეტეს 40 გვერდისა;
  • ფილმის მხატვართან ერთად შექმნილი ფილმის ვიზუალური პრეზენტაცია (დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები, ლოკაციები და სხვა). ავტორი თავისუფალია შემოქმედებით არჩევანში; მას მხოლოდ მოეთხოვება, რომ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ნათლად ჩანდეს მომავალი ფილმის ვიზუალური ხედვა.

მოცემული ეტაპის ბოლოს, კომისია გამოავლენს საბოლოოდ გამარჯვებულს და გადასცემს მის ვინაობას კულტურის სამინისტროს. სამინისტრო გამარჯვებულს დაუფინანსებს სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსიის შექმნას, რისთვისაც განსაზღვრული თანხაა 7500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

სცენარის პირველადი ვერსიის შესაქმნელად ჯგუფს მიეცემა 2 თვე.

ეტაპი 3

სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსიის ჩაბარების შემდეგ, კომისია განიხილავს სცენარს. კომისიის მსჯელობის შემდეგ და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, კომპანიას მიეცემა ერთთვიანი ვადა სრულყოფილი სცენარის საბოლოო ვერსიის დაწერისათვის. მოცემული სამუშაო დაფინანსდება 7 500 აშშ  დოლარის ეკვივალენტი თანხის ოდენობით.

ჯამში, გამარჯვებული კომპანია სცენარსა და ფილმის პროექტზე მუშაობისათვის მიიღებს 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში და სამუშაოდ ექნება 7,5 თვე.

ეტაპი 4

სცენარის საბოლოო ვერსიის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ.

ფილმზე უფლებების მესაკუთრეა სახელმწიფო, როგორც დამკვეთი და დამფინანსებელი. საავტორო უფლებები ეკუთვნის ფილმის მთავარ შემოქმედებით ჯგუფს.

თეგები: თეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved