საბერძნეთში, ქართველმა კაცმა სამი თვის ორსული ცოლი სახის არეში ჩანგლით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 38 წლის ქალი, სამი თვის ორსული, მძიმედ დაიჭრა, თავდასხმის შედეგად და მხედველობის შესანარჩუნებლად ოპერაცია ჩაუტარდა. საბედნიეროს, ორსულობას საფრთხე არ ემუქრება და ბავშვი უვნებელი.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაჭრილი ქალიც და მისი 43 წლის ქმარიც, საქართველოს მოქალაქეები არიან, ინდიცენტი კი ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა. 38 წლის, ფეხმძიმე ქალი როცა იპოვეს, სახე სისხლში ქონდა დაფარული და სახის გარდა, დაზიანებები ჰქონდა ხელებზე და მუცლის არეშიც კი. მედია წერს, რომ ქალი საბერძნეთის საავადმყოფოში, მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
თავდამსხმელი მამაკაცი დაკავებულია და მედიის ცნობით, მას ბრალი წაუყენეს სხეულის მძიმე დაზიანებასა და ოჯახურ ძალადობაში. ბერძნული მედია წერს, რომ ეს იყო ოჯახური ძალადობის შოკისმომგვრელი შემთხვევა.
კომენტარები