• რეკლამა
  • კონტაქტი
13:38, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფეხებზე მკიდია ის ამაზრზენი კაცი ციხეში იქნება თუ მის გარეთ, სულ ერთია!” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
15:38 06-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,115

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

“საქართველოს პოლიტიკური სისტემა ამოუხსნელ, სრულიად განსაკუთრებულ, სევდისა და ტკივილის მომგვრელ ანომალიას წარმოადგენს.
ამ ქვეყანაში დემოკრატიისთვის გრანდიოზულ მნიშვნელობა აქვს შეთითხნილი ბრალდებით დაკავებული ბოროტმოქმედის, მავნებლის ციხიდან გათავისუფლებას. ჭიათურელი მაღაროელების ტანჯვა, ჩაგვრა და ბრძოლა კი პოლიტიკური დღის წესრიგის მეორეხარისხოვან საკითხად მიიჩნევა.
ამ ქვეყანაში ირაკლი კობახიძესა და ლევან ხაბეიშვილს შორის დეპოლარიზაცია დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე უმთავრეს შეფერხებად განიხილება. ჭიათურელი მაღაროელების სამარცხვინოდ მცირე და არაადეკვატური ხელფასი, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების არქონა, დაზღვევისა და ჯანდაცვის მომსახურეობის არარსებობა, ფეხქვეშ გათელილი უსაფრთხოების ნორმები კი პრობლემას არ წარმოადგენს, პოლიტიკური მსჯელობის საგანი არ არის.
ამ ქვეყანაში გაუთავებლად საუბრობენ დამნაშავე ექს-პრეზიდენტის რაციონზე, მაგრამ არავის აინტერესებს, რომ ასობით ჭიათურელ მაღაროელს მიწის ქვეშ შრომის დროს ერთ “კილკას” ან ერთ სოსისს მიუგდებენ ხოლმე პურის ნაჭერთან ერთად და მერე ამასაც ამადლიან.
ამ ქვეყანაში ჭიათურის სიმდიდრე სამი კაცის ჯიბეშია თავმოყრილი, დანარჩენი ქალაქი კი მასობრივი განადგურების ზონად არის ქცეული – სიღატაკე, ავადმყოფობა, ბინძური წყალი და ჰაერი, აფეთქებული ნიადაგი, სახლ-კარის ნგრევა, ტყეების გაჩეხვა იქაურთა ყოველდღიურობაა.
ამ ქვეყანაში სახელმწიფო აპარატი, მედია, ტრანსნაციონალური კორპორაციები, პოლიტიკური კლასი, განგსტერები და კრიმინალური ავტორიტეტები ერთიანდებიან, რათა მოშიმშილე, პირამოკერილი, ვენებდასერილი ადამიანები ბოლომდე გაასწორონ მიწასთან…
ამ ქვეყანაში ნათია თურნავას მსგავსი დამნაშავეები ყველა მთავრობის დროს განსაზღვრავენ ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკას.
ფეხებზე მკიდია ის ამაზრზენი კაცი ციხეში იქნება თუ მის გარეთ, სულ ერთია! მისნაირების და მისი “ქოცი” ოპონენტების მიერ შექმნილი მედიის თავისუფლება არაფერს კარგს არ ნიშნავს ჩვენი საზოგადოებისთვის… ჩემთვის ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ევროპული სტანდარტის შრომის გარემო ჰქონდეთ ჩვენს მშრომელებს, ელემენტარული სოციალური სამართლიანობა იყოს ამ ქვეყანაში…”
თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved