პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია, რომელიც კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის დატანებისთვისაა ციხეში დაჭერილი, წერილს ავრცელებს:
როდესაც საბჭოთა კავშირი ბროდსკის ასამართლებდა, ჰკითხეს: რა არის თქვენი პროფესია? მან უპასუხა: პოეტი. ე.წ მოსამართლე გაბრაზდა, ამ პროფესიას არ აღიარებდა. ბროდსკი, როგორც პოეტი, დღეს ყველამ იცის, საბჭოთა კავშირი კი სანაგვეზეა.
ზუსტად ასე დამთავრდება პოლიტიკოსობის აკრძალვაც. ამას იმ ადგილიდან ვწერ, რომელსაც, მათი აზრით, უნდა შევეშინებინე ან გავეჩერებინე და რომლითაც მთელს საქართველოს ემუქრებიან.ფეხები არავის მოჭამოთ რუსებო!ბოლომდე!პოლიტიკოსი, ,,დროას” დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია
16/10/2025რუსთავის ქალთა ციხე














კომენტარები