• რეკლამა
  • კონტაქტი
01:46, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფეისბუკი, დასავლური პოლიტკორექტულობის მსგავსად, პალმის ქვეშ ზის და ბლომანჟეს ჭამს..! ძვირფასებო, გვიანი იქნება როდესაც ამ ბლომანჟედან თავს ამოჰყოფთ..! “ – ნინო ბექაური

ალია ავტორი - ალია
10:50 04-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
230

სამოქალაქო აქტივისტი ნინო ბექაური უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე წერს და ოკუპანტი რუსეთის დამარცხებას პროგნოზირებს:

“მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების შემდეგ, შენდეროვიჩმა თქვა რომ მალე დადგება დრო, როდესაც რუსებს სახეში შეაფურთხებენ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ ისინი რუსები არიან  და როდესაც ეს დღე დადგება, ეს არც ცუდი იქნება და არც კარგი, ეს იქნება უბრალოდ ასე.

C’est la vie.

8 წლის შემდეგ, ეს დღე დადგა.

სულ მალე, იყო რუსი იქნება  იგივე,  რაც ყოფილიყავი გერმანელი გასული საუკუნის 40-იან წლებში –  ვერ გიტანდა ვერავინ და არავინ იწყებდა იმის გარკვევას ფაშიზმს ემხრობოდი, თუ ემიჯნებოდი.

რუსებს ვერ გადაარჩენს ვერც ჩვენი სტუმართმოყვარეობა,  ვერც  თავიდან გააზრებული ვაჟა-ფშაველა, ვერც დასტაევსკი, ვერც მალევიჩი.  

ისინი გერმანელების ბედს გაიზიარებენ, სანამ მათსავით სრულად არ გაიაზრებენ რა ჩაიდინეს და თავის თავში  ბოლომდე არ დაამარცხებენ ფაშიზმს.

ასე რომ, ვინც ახლა მოგუდულში ურცხვად ახლაფორთებს სიტყვებს “კი, მაგრამ” და ჰგონია რომ ვერავინ ხედავს ან ვერავინ ხვდება მათ უინტელექტო ხიტრაჟოპობას, იცოდეს რომ რუსებს მიყვება საფლავში.

ფაშიზმის მხარდაჭერა კნუტ ჰამსუნსაც კი არ ეპატია თავის დროზე.

სამყარო არასდროს  ყოფილა ასეთი შავ-თეთრი.

არ არის აღარანაირი მაგრამ…

რუსეთუმეები გაგვინაწყენდნენ.

განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, ადამიანს უნდა საკუთარ თავს პატივს სცემდეს.

ჩვენ კი ვეუბნებით, რომ ბავშვთა მკვლელების და მწამებლების გვერდით დგანან და იმის მაგივრად რომ ეს გადაიაზრონ (რომელი გიუნტერ გრასები ეგენი მყვანან პრინციპში, ეგ რომ გადაიაზრონ) იმას ესხმიან თავს, ვინც სარკეში ახედებთ.

მოკლედ, არაფერი ახალი.

ბოლო კვირაში, ჩემი ბევრი ფრენდი დაარეპორტეს, ვინც რუსების მიერ ჩადენილ  არაადამიანურ დანაშაულზე წერდა. ალბათ, მეც ეგ ბედი მელის.

ფეისბუკი, დასავლური პოლიტკორექტულობის მსგავსად, პალმის ქვეშ ზის და ბლომანჟეს ჭამს.

ძვირფასებო, გვიანი იქნება როდესაც ამ ბლომანჟიდან თავს ამოჰყოფთ, უკვე თქვენი თვალით დაინახავთ ყველაფერ იმას, რასაც აქამდე მხოლოდ კითხულობდით….“,- წერს ნინო ბექაური. 

წყარო: https://exclusivetv.ge/news/socmedia/sul-male-iyo-rusi-iqneba-igive-rats-yofiliyavi-germaneli-gasuli-saukunis-40-ian-tslebshi-ver-gitanda-veravin?fbclid=IwAR0gJ83EwfQRNyexQ0WuQphXciU5Dna0U8e53eY2uSUCB73_D2R5MPOWRLc

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved