ანალიტიკოსი, ბუკა პეტრიაშვილი:
“აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! ტენდენციური, მიკერძოებული, სუბიექტური და გამოკვეთილად პროუკრაინული, შესაბამისად პროევროატლანტიკური და შესაბამისად პროქართული #bუკაdეილიnიუსი განაგრძობს რუსეთის ძირგამომთხრელ საქმიანობას და გიზიარებთ შემდეგ სასაიმოვნო სიახლეებს:
– მიუხედავად რუსეთის სიღრმისეული და პლანეტარული მასშტაბის უპირატესობისა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია, ჯიუტად გრძელდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტრიუმფალური სვლა ევროპაში! მთელი ევროპარლამენტი, გამოკლებით თითო-ოროლა რუსული ლამფუჩქის მხარეს მგდები არსებისა, ფეხზე დამდგარი მხურვალე აპლოდისმენტებით ეგებებოდა უკრაინის პრეზიდენტს და ამ უკანასკნელის შეძახილზე “სლავა უკრაინი” ერთხმად პასუხობდა “ჰეროიამ სლავა”! ოხ ეს ევროპარალამენტარები! მაგ კლოუნის კლოუნები მაგნები რამ დააბრმავათ? არ იციან, რომ რუსეთს აქვს უპირატესობა უზარამაზაააააარი.
აი ნაღდად ვინც იცის, ვის აქვს უპირატესობა, ეს არის ვიწია ორბანჩიკი. ” უნგრეთი ძმაო მშვიდობის მხარესააო” დაადო თავის და ზელეს ფოტოს სტატუსად!
დადგენ ეს ევროპული კავშირის ლიდერები და ესენიც ტაშით ეგებებოდნენ ამ ზელენსკის… ან რა აცვია, ან წვერი გაიპარსოს, ან რა მიმიკა აქვს, ვიცი მე ეგ რისი ბრალიცაა, მარა ჩემზე კარგად ზემოთ იციან
ან ეს ამხელა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბაიდენი რაებს ლაპარაკობს: დაკარგა უკვე პუტინმა უკრაინა, წაგებული აქვს უკვე და რაც უნდოდა, იმის საპირისპიროდ მიიღო ყველაფერიო! ხვედელიძეეე, დაცვას მიხედე, დაცვას და მოქალაქეეებს!
აგერ პუტლერის პრივატ პოვარი, კუხარკა პრიგოჟინი გამოვიდა, რადგან თავდაცვის სამინისტრომ აგვახია ზეკების, ანუ მსჯავრდებულების დაქირავება, აგერ 10 მილიონი ამერიკელის რეკრუტირებას ვიწყებთ. მილიონი განცხადება უკვე შემოვიდაოოო! ღადაობს ჯეელი! სიმწრის ღადავია! ვნახავ მაგ კუხარკას მალე გამწარებული რო დაიწყებს პატრონის გინებას!
გამგებმა გაიგოს: კარტებს ჩახედეთ ბუჯოოოო, კარტებს :))))) მინამ დროა!
გერმანული კონცერნი “რაინმეტალი”, მიუხედავად საბჭოთა ტ-34 ტიპის ტანკების ყოველმხრივი უპირატესობისა, მაინც აწარმოებს უკრაინასთან მოლაპარაკებებს სულ მთლად ბოლო მოდელის, გასულ წელს მსოფლიოში ყველაზე მაგარ ტანკად აღიარებულ “პანტერას” ტანკების მიყიდვაზე! რა ქნას ამ გერმანიამ? გაწყდა ხალხი შიმშილით და დაიყინა ოჯახები. რაცხას მაინც გაუშვებენ ლევად, თორე ვერ მიატანენ გაზაფხულის ჩვიდმეტ გაელვებამდე.
ისევ ჩამესმის შოსტაკოვიჩის – და, დაა, და დამ დამ.
სლოვაკეთის პრემიერმა ზელეს ბრიუსელში უთხრა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ 11-12 მიგ 29 უახლოეს პერიოდში გყავდესო (გაგიჟდნენ ეს სლოვაკები კაცოო? არ იციან, რომ რუსეთს უპირატესობა აქვს უზარმაზაააააარი…
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ, უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში იქნება რეკორდულ დროში სწრაფიო, ჩვენ კიდევ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასევე რეკორდულად სწრაფად შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და თვითმფრინავები მივაწოდოთო! უყურე და უსმინე ეხლა შენ ამას, აი როგორ დაეტყო რო არც რტრ აქვს, არც პერვი კანალი და არც რაშა ტუდეი. არაფერი იცის უზარმაზაააააარი უპირატესობის შესახებ.
ეს შარლ მიშელი კიდევ, მიადო აქ მხარი ამ ზელენსკის და იღიმის ყველის ვაჭარავით, კიდე იძახის: არასდროს, არასდროს, ასე ახლოოოოს….. არ ყოფილა მხარდამხარ უკრაინა და ევროპული კავშირიო!
ზელემაც ჩაიხვია – უკრაინა ევროკავშირია ევროკავშირი უკრაინაო! კითხოს აბა ერთი სიღრმისეული შეკითხვა თავის ხალხს – რომელი ურჩევნია, ეს რაღაც 440 მილიონიანი გაერთიანება თუ დონბასი, ყირიმი, ზაპოროჟიე, ხერსონის ჩაბარება და კაი სალა, კაი ვოტკა, კაი ბანია და ვენიკები ( ვაიმეე! პაწა კი მომინდა ხო იცი.
ეგეც იქნება, ჯერ გავჟუჯოთ პუტლერი და მაგის ურდო და მერე ცოტა ხანი მოისვნებს კაცი!
ახლა ოდნავ რომ გავსერიზოულოთ,
ცივიზებული სამყარო უკრაინის მხარეს არის და ყველაფერს მიაწვდის მას პუტლერის რეჟიმის დამარცხებისთვის!
ევროპელი და უკრაინელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ვიზიტების შედეგად პრაქტიკულად გადაწყვეტილია თვითმფრინავების და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების უკრაინისთვის გადაცემა! ბასტა!
ზელენსკის ბრიუსელში ვიზიტისთვის მომზადდა დოკუმენტი, რომლის მიხედვიაც დეტალურად შესწავლილია გაყინული რუსეთის გაყინული სახელმწიფო აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილის ადგილ-მდებარეობა. ზელენსკის ითხოვს, რომ ეს აქტივი სრულად წავიდეს უკრაინისთვის რეპარაციებზე და რეაბილიტაციაზე. აგრეთვე ზელენსკი ითხოვს მისი მშვიდობის ფორმულის მხარდაჭერას, უკრაინის დაჩქარებულად ევროკავშირში მიღებას და ყველა საჭირო შეიარაღების დროულად მიწოდებას; რა იყო, ბევრია? მთელი ევროპის და ცივილიზებული სამყაროს მაგივრად ებრძვის პლანეტის ყველაზე დიდ ბოროტებას – პუტლერის რეჟიმს და ეკუთვნის უკრაინას ყველაფერი, რასაც ითხოვს დასავლეთისგან!
ნელა მაგრამ იცვლებიან ევროპელი ლიდერებიც. ვიწია ორბანჩიკზე ხო გითხარით, ახლა ზელე რას ამბობს მანიუ მაკრონზე: მაგრა შეიცვალაააა ამ ერთ წელიწადშიო, ვეღარ ვაკავებ, ტანაკები, არტილერია, თვითმფრიანვები, ყველა საკითხის დადებითად გადაწყვეტაში წინა ხაზზეაო!
ახლა წინა ხაზს რაც შეეხება:
ამბობდა ჩვენი ოქროს კაცი ვანო ნადირაძე, რა დაწყება და თარიღების გამოცნობა აგიტყდათ, დაწყებულია უკვე ეს მასშტაბური ოპერაცია და დავამთავრებთ კიდეც მათი განადგურებითო! შენ გაიხარე და გაიმარჯვე ძმაო ვანო! აგერ პოდოლიაკი გამოვიდა გუშინ და დაიწყო ლუჰანსკის მიმართულებაზე შეტევაო, აგერ ცნობილი მაიკლ კოფმანი ამბობს, ეგრეა, დაიწყო ლუჰანსკზე სრულმასშტაბიანი შეტევაო, საერთაშორიო ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმაც, მგონია დეიწყოო, მაგრამ ვეღარაა იმ ძალის, რაც ერთი წლის წინ იყოო! დანიური ორიქსი ამტკიცებს, განადგურებული რუსული 1015 ტანკის ვიდეოა დადებული და ახეული 500 ტანკისო! ეს რაც ვიდეოაო. 150 ბატალიონს რო ეყოფოდა, იმდენი იქცა ჯართადო!
ვადასტურებთ: განადგურებულ ცოცხალ ძალასა და მძიმე ტექნიკაში, ისე როგორც ავიაციაში, ურდოს აქვს აშკარა უპირატესობა!
შეტევის ხაზი გადაიჭიმა სვატოვოდან უჰლედარამდე! ოღონდ, უჰლედარში გუშინ ტიტუუუუუ, რა უპირატესობა გაუჩნდა ურდოს განადგურებულ ტანკებშიიიი… სულ ვიდეოზეა ყველაფერი! და მკვტრებს არ იკითხავთ? ეიწყვიტენ ურდოსებმა, მიქრიან კობოზნისკენ ლიწინ ლიწინით!
ავდეეევკა და მარიინკაში უნდა ჩავიდე უეჭველი. რას შეაკლეს ეს ამოდენა ურდოს გენოფონდი (ვენაცვალე ჩემს ძმებს, უკრაინელებს და ქართველებს, ასევე სიმართლის მხარეს მებრძოლ ყველა ეროვნების მეომარს). გაწყვიტეს ჩვენებმა ურდო და ამათი ბლოგერები კიდევ წერენ, მიდის გაცხარებულ ბრძოლები მარიინიკის და ავდეევკის მიდამოებშიო :))))))) მერამდენე თვეა აქვთ ეს უპირატესობა უზარმაზაააააარი :))))))))))
რამდენიმე დღის წინ გვიჭირდა მაგრად, მაგრამ უმაგრესად დასცხეს ივანოვსკოესა და სტუპოჩკებთან ურდოს და ტ0504 ჩვენების სრული კონტროლის ქვეშ არის. ისევ უბათქუნებენ ურდოს კლეშჩეევკაში და უნადგურებენ საწყობებს და სკოტსკი სადგომებს;
ბათქუნზე გამახსენდა, ზაპოროჟიეში, ბერდიანსკის აეროდრომზე დაააბათქუნეს ჩვენებმა და 100 კაცი იალაააა კობზონთან!
ბახმუტშიც გასწორდა ამბები, ხორცკომბინატის მიდამოებში დასცხეს ჩვენებმა, შემოგარენში ერთი ორ შესახვევში გამოიწიეს წინ ურდოსებმა, მაგრამ მიიღებენ დღეს საპასუხოს!
კრასნაჰორა და პარასკოვიევკა – ესეც სანახავია მერე პირადად, უტევენ, უტევენ, უტევენ, აკლავენ თავს ურდოსები, მაგრამ მაგრა დგანან ჩვენები. იქაც მეორე მნიშვნელოვანი ტრასის მ03 გადაკეტვის მცდელობა აქვს ურდოს, მაგრამ ჩემი კანჭები! ვერ მიიღეს!
კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებაზე აქტივიზირდნენ კრემენნა-სვატოვოდან! რაც გინახავს ვეღარ ნახავთ თქვენ მათხოჯებო! მომინდომეს აქ კონტროლის აღდგენა! მიიღეს დინგში და დაცვის ხაზებიც გასწორდა ისევ!
ეს დაზვერვის სამართველო კიდევ სულ აგიჟებს ამ ორკებს – არის კლასიკური სადესანტო ოპერაციის განხორციელების საშიშროება, მაგრამ ჰაერში ჰმ….. დავხოცავთ სუყველასო! აბა ორკებო, თუ მაგრები ხართ, გამოიყენეთ თქვენი უპირატესობა!
აი ასეთი უპირატესობის გამო შეიქმნა დღევანდელი სტატუსი დაგვიანებით! :)))))))))))))))
ხო კინაღამ დამავიწყდა, პუტლერია გადარეულმა, რუსეთი არის მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქვეყანა, ამიტომაც შურთ და მოძვრებიან ჩვენთანოოო! :))))))))))))))))) საუკუნის ანეკდოტია ვოვაჩკა. აბა ამ 120 ათას დეზერტირს რა შაშა და კოლა უნდა ამ ჩვენს აგროჰაბ დეზერტირების ბაზარში (დაგილჯა ამ ფრაზის ავტორმა :)))))))) კიდო სასამართლოს წინა რეპეტიციებიც დაეწყო პუტლერს: ჩვენ არაფერი დაგვიწყია, უბრალოდ ვცდილობთ დავასრულოთ ომიო! შენ კო გაქრი ჰააგის ტრიბუნალიდან სამისდღემჩიოდ!
და სულ სულ ბოლო: ფეიკი არ გეგონოთ: 24 თებერვალს კრემლის საკონცერტო დარბაზში მაყურებელს ექნება სიამოვნება, იხილოს საბალეტო წარმოდგენა “გედების ტბა” მართლა! ამზადებენ ხალხს! უწყვეტად ტელევიზორში და რადიოში სანამ გავა, მანამდე ახტალას მიწების ანეკდოტის არ იყოს, ხო უნდა შეეჩვიონ
მოკლედ, მიუხედავად უკიდეგანოდ უზარმაზააააააარი უპირატესობისა,
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველომაც უნდა გაიხაროს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია განადგურდება გრუხუნ გრუხუნით 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
კომენტარები