• რეკლამა
  • კონტაქტი
20:35, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფეიერვერკების გამო უამრავი ცხოველი ტოვებს საკუთარ საცხოვრებელს და გარბის, ბევრი იხოცება – ცირა ცისია თუთიაშვილი​​

ალია ავტორი - ალია
15:17 12-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

„ალბათ ღირს დაფიქრება, საჭიროა თუ არა ახალი წელი ფეიერვერკით აღვნიშნოთ?“ – ცირა ცისია თუთიაშვილი​​ ფეისბუქ ჯგუფში „მომეცი თათი“ პიროტექნიკით გამოწვეულ ზიანის შესახებ საუბრობს:

„ახალი წელი მოდის. ფეიერვერკის ხმა, როგორც წესი, თოფის გასროლასაც კი აღემატება დეციბელებში, რომელიც ბგერის ხმამაღლობის საზომია.

რაც შეეხება სიხშირეს, აკუსტიკური, ანუ სმენადი ბგერების მაჩვენებელი ადამიანისათვის 16 ჰერცსა და 20 ათას ჰერცს შორისაა მოთავსებული. ეს მონაცემი ორჯერ და ზოგჯერ სამჯერ უფრო დიდი რიცხვია ძაღლებისათვის, რომელთა მძაფრ სმენადობასაც 45 ათასიდან 65 ათას ჰერცამდე ბგერების აღქმა შეუძლია, შესაბამისად, ადვილი წარმოსადგენია, რამდენად უფრო საშიშია 31 დეკემბრის ღამე მათთვის, მით უმეტეს, მაშინ, როცა სტატისტიკურად ძაღლების 40 პროცენტს ხმამაღალი ბგერების ეშინია, ლეკვობისას კი პოსტტრავმული სტრესი უფრო მძაფრი და ხანგრძლივია.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ ის ნეგატიური შედეგები, რომლებიც პიროტექნიკის მოხმარებას ახლავს თან. ეს ეხება არა მხოლოდ ტრაგიკულ შემთხვევებსა და თვითდაშავებებს ახალი წლის ღამეს, არამედ ფეიერვერკების გავლენას ველურ ბუნებაზეც — ცნობილია, რომ მასშტაბური და ხმაურიანი შოუს გამო უამრავი ცხოველი ტოვებს საკუთარ საცხოვრებელს და გარბის. იხოცება ბევრი მათგანიც, ხოლო არცთუ იშვიათ შემთხვევებში ჩნდება ხანძარი, რომელიც მათ ბუნებრივ სამყოფელს ანადგურებს. შინაური ცხოველების მსგავსად სტრესულია ფეიერვერკების ხმა ფრინველებისა და გარეული ცხოველებისთვისაც, უშუალო შესწრებისას კი, შესაძლოა, მათი მხედველობის ან სმენადობის დაზიანება გამოიწვიოს.

საგულისხმოა პიროტექნიკული საშუალებების შედეგად ჰაერის დაბინძურება.

ქიმიური ნივთიერები, რომლებიც „ლამაზი შოუს“ დროს გამოიყოფა, ზიანის მომტანია ოზონის შრისთვისაც. საბოლოოდ კი, ამ გარემოებების გათვალისწინებით, ალბათ ღირს დაფიქრება, საჭიროა თუ არა ახალი წელი ფეიერვერკით აღვნიშნოთ?“, – წერს თუთიაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved